„პატრიოტთა ალიანსი“ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის დახურვას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ადა მარშანიამ გააკეთა, მისი თქმით კომიტეტზე დღეს „ქართული ოცნების“ რეზოლუციის პროექტი უნდა განიხილონ, რომელიც ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრას უკავშირდება.
,,რეზოლუცია არ უნდა ერქვას ამ დოკუმენტს. ამის შესახებ მე კომიტეტის სხდომაზე ვიტყვი აუცილებლად. სათაური წავიკითხე მექანიკურად. მთავარია იქ ეწერა, რომ საგარეო პოლიტიკას ეხება ეს დოკუმენტი. ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. იმედი მაქვს, რომ საფუძვლიანად ვისაუბრებთ ამაზე. ბევრი საინტერესო ფორმულირებებია. ბევრს ვეთანხმებით,მაგრამ რაღაც დებულებებს არ ვეთანხემით. მე საჯაროდ ვერ გეტყვით რას არ ვეთახმები. დოკუმენტში არის სერიოზული წინააღმდეგობა ძირითად საკითხებში. ჩვენი ძალის პოლიტიკურ შენიშვნებს კომიტეტზე აუცილებლად დავაფიქსირებ და მოვითხოვ იმასაც, რომ ეს კომიტეტი დახურულ ფორმატში წარიმართოს“, - განაცხადა ადა მარშანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






