დავით ნარმანიამ 2016 წელი შეაჯამა - რა გეგმები აქვს თბილისის მთავრობას 2017 წელს
პოლიტიკა - 11:34, 28 Dec, 2016     1924
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე 2016 წელი შეაჯამა და განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა.

დავით ნარმანიას განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური პროექტი იყო - „ახალი ტფილისი“ რომლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდა.

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და პროექტი 2017 წელსაც გაგრძელდება - „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპი ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციას მოიცავს, ასევე, დაწყებულია ნარიყალას ციხე-სიმაგრის რესტავრაცია, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ისტორიული ბაღების ერთმანეთთან დაკავშირება, ასე რომ, „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპი ერთ-ერთი მასშტაბური, ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტი იქნება ჩვენი ქალაქისათვის, რომელიც 2017 წელს განხორციელდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, დიდი პროექტებიდან აღსანიშნავია კრწანისი-შინდისის სრულიად ახალი გზა, ასევე, პუშკინის ესტაკადა, სამება-მახათას გზა. გარდა ამისა, დავით ნარმანიას განცხადებით, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ქალაქში არსებულ ხიდებს, რომლებიც წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო. მათ შორის, ბარათაშვილის ხიდს, გულიას და ა.შ. კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ქუჩებს, მათ შორის, ბარნოვის ქუჩას, ნუცუბიძეს, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზას და ა.შ.

„ტრანსპორტის ნაწილში, მოგეხსენებათ, რომ ქალაქში უკვე დადის ახალი ლურჯი ავტობუსები და 2017 წლის აპრილში, ჯამში 143 ერთეული მაღალი ხარისხის, ევროპული და ადაპტირებული, ავტობუსი გვეყოლება. ქალაქის მასშტაბით დავამონტაჟეთ ავტობუსების ახალი მოსაცდელებიც. ამასთან, 2017 წელს ჩვენ გვექნება ახალი მუნიციპალური ავტობაზა, რომლის მშენებლობაც უკვე აქტიურ ფაზაშია შესული და რომელიც სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს მუნიციპალურ ავტობუსებს. მიმდინარე წელს ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობდით მეტროს ვაგონების მოდერნიზების კუთხითაც და 20 ვაგონის რემონტი და მოდერნიზაცია განვახორციელეთ. 2017 წელს იგეგმება დამატებით 30 ვაგონის შეკეთება. ეს ყველაფერი მეტროს, როგორც ქალაქისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ტრანსპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს და ჩვენი თანამოქალაქეები კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას ქალაქის მასშტაბით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, აღდგა კუს ტბის საბაგირო გზა და 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მთაწმინდის საბაგირო გზის რეაბილიტაცია.

რაც შეეხება გამწვანებას, თბილისის მერის განცხადებით, მხოლოდ 2016 წელს დედაქალაქის ცენტრსა და შემოგარენში, ჯამში 180 000 ხე-მცენარე დაირგო, 2014 წლის აგვისტოდან დღემდე 650 000-მდე ხე-მცენარეა დარგული.

„ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულებაა, ასევე, სკოლამდელი აღზრდა-განათლების სფეროში გადადგმული ნაბიჯები. 2017 წელს თბილისის მასშტაბით 10-მდე ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდება, რომელთა ნაწილიც მიმდინარეა, ნაწილის კი უახლოეს ხანებში დაიწყება.

2017 წელს ახალი ბაღები გაიხსნება კრწანისში, ჩუღურეთის რაიონში, წყნეთში, სოფელ გლდანში, ვაშლიჯვარში, სამგორის რაიონში, თემქაზე, სოფელ დიღომში, სოფელ წინუბანში და საბურთალოზე. ამასთან, მომავალ წელს დედაქალაქში 8 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის დაწყება იგეგმება : დიდუბეში, გლდანში, 2 ბაღის მშენებლობას დავიწყებთ დიდ დიღომში, 2 ბაღი აშენდება ნაძალადევში, ასევე, ახალი ბაღი აშენდება ჩუღურეთის რაიონში და საბურთალოზე. აღვადგინეთ დახურული ბაღები და გავხსენით ახალი ჯგუფები უკვე არსებულ სააღმზრდელო დაწესებულებებში, რამაც ბაღების ნაწილში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები მოგვცა“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42