„P.S პირდაპირ ასე დავიწყებ“ - წერს ამერიკაში მყოფი ხელოვანი ბაჩო რამიშვილი და დასძენს „ადამიანები აქ არ იბოღმებიან ერთმანეთის მცირე ან დიდი წარმატებით, ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, ყველა თავის საქმეს აკეთებს“...
ბაჩო რამიშცილი: „გარედან ყოველთვის მარტივია როგორც საკუთარი თავის შეფასება ისე სხვისიც, მე ამ მოკლე პერიოდში რაც ჩემი სამშობლოდან წამოვედი დავინახე ბევრი რამ სხვანაირად და ამ ყველაფრის გასაანალიზებლად ბევრი დრო არ დამჭირდა.
ჩამოვედი ქალაქ NEW YORK-ში ქართული საქმის გასაკეთებლად, არანაირი დაფინანსება არ მიმიღია ღმერთმა იცის, ჩემი სურვილი იყო აქ მცხოვრებ ქართველ ემოგრანტებისთვის ჩემი შემოქმედებითი საღამო გამეკეთებინა, დავინახე თუ რეალურად როგორ ვცხოვრობთ და რითი ვიკვებებებით.
შედარებითია ყველაფერი და მეც მინდა პარალელების გავლება ჩვენსა და იმ ცივილიზებულ ქვეყანას შორის. გულის სიღრმეში დღეს მთელი საქართველო მას ყველგან და ყველაფერში რომ თითქოს ბაძავს, ჩვენ რეალურად სულ სხვაგან ვართ და არაფრით არ ვგავართ თურმე იმ ქვეყანას ვისი დამსგავსებაც ასე ძალიან გვსურს.

მეგობრებო. აქ სულ სხვა რამეა თავისუფალება და ამას სულ სხვანაირად გამოხატავენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე აქ მცოვრები ადამიანები.
ამ მოკლე დროში მე დავინახე თუ როგორ უფრთხილდებიან ქვეყნას, ერთმანეთის უფლებებს, როგორ ყველა ცდილობს რომ დაგითმოს გზა, გაგიღიმოს, ყურადღება მომაგციოს სრულიად უცხო ადამიანმა შეიძლება გასწავლოს გზა, მოგიხადოს ბოდიში და მიღო ყველგან ის ადამიანური დაფასება რაც შენს სამშობლოში სამწუხაროდ ძალიან გენატრება, აქ ერთმანეთს არავინ არ დაცინის შავია თუ უნიჭოდ ჩაცმული, არავინ არ გიყურებს რა ბრენდი გაცვია, ადამიანები აქ არ იბოღმებიან ერთმანეთის მცირე ან დიდი წარმატებით, ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, ყველა თავის საქმეს აკეთებს, სოციალურ ქსელში იმიტომ არ შედიან, რომ ერთმანეთის გასაღიზიანებელი ტექსტები დაწერონ და უმრავი არგუმენტი შემიძლია მოვიყვანო იმისა, რომ ჩვენსა და ამ ხალხს შორის ძალიან დიდი სხვაობა ზრდილობასა და პატივისცემაშიც კი...
მე გული მწყდება რომ ამაზე არავინ არ საუბრობს მხოლოდ მთავრობისგან ვითხოვთ ყველაფერს და გვინდა რომ მათ გაკეთონ ისიც კი რაც ადამიანურ ღირებულებებზე გადის.
ჩვენ უნდა ვიქცეთ ერთსულოვან ერად ან თუ ეს არ გამოგვდის მაშინ სხვის ცხოვრებაში ნუღარ დავიწყებთ ხელების ფათურს იქნებ ყველამ რომ თავის საქმე აკეთოს მერე ამით უფრო ეშველოს ქვეყანას....
ბოდიშს ვითხოვ არავის ჭკუას არ ვასწავლი მაგრამ მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ და მითუმეტეს მწერალი და უფლება მაქვს დავწერო ის რაც დასაწერია და მისათითებელი ჩვენი ერისათვის.“
ბაჩო რამიშვილის შემოქმედებითი საღამო ამერიკაში 30 დეკემბერს გაიმართება
მასალის გამოყენების პირობები






