აკაკი ბობოხიძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა.
,,ყველას აქვს თავის მოსაზრება მაგრამ ადამიანებს უწოდო მოღალატეები... ეს გამოიტანა ეთერში სამწუხაროდ მიხეილ სააკაშვილმა. არავინ აბრალებს არჩევნების წაგებას მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ჩვენ დაგვაბრალა, რომ ჩვენ შეკრული ვართ ივანიშვილთან. მე დათო კირკიტაძეს, თუ საფუძველი არ იქნება მოღალატეს არ ვუწოდებ, გული მწყდება რომ ჩართვებში სააკაშვილი გვეძახის ივანიშვილთან გარიგებულებს. ცუდია, როცა ჩვენი თანამებრძოლები უსმენენ და არ ეუბნებიან, რომ ასეთი საუბარი არასწორია. ამიტომ ვამბობ, რომ დღეს ერთიანობის გადარჩენა შეუძლია სააკაშვილს“ - განაცხადა ბობოხიძემ.
მისი თქმით, ”ნაციონალური მოძრაობის” ერთიანობის დაშლა დამანგრეველი იქნება იმ ადამიანებისთვის ვინც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა.
”რატომ უნდა დავიშალოთ? რატომ გგონიათ, რომ 7 ათასიანი ყრილობა მიიღებს პარტიის დაშლის გადაწყვეტილებას. გადიხართ სადმე?”, - მიმართა დავით კირკიტაძემ აკაკი ბობოხიძეს.
ბობოხიძემ ყრილობის დელეგატების შერჩევის წესი შეახსენა კირკიტაძეს და აღნიშნა, რომ 7 ათას დელეგატიანი ყრილობის ინიციატორები იურიდიული პრობლემების წინაშე არიან, კერძოდ არაა გაწერილი, როგორ უნდა ჩატარდეს კონფერენციები დელეგატების შესარჩევად და ვინ იწვევს ამ კონფერენციებს. ,,თქვენ 11-იც რომ იყოთ, არ ხართ უფლებამოსილი კონფერენციის ჩატარების წესი განსაზღვროთ, თქვენ ხართ საორგანიზაციო კომიტეტი და უნდა დაბეჭდოთ ბიულეტენები, მიკორფონები მოაწესრიგოთ, უნდა მოაგვაროთ გახმოვანების საკითხი. თუ წესის მიხედვით მოგებთ, მე მზად ვარ დავემორჩილო“ - განაცხადა ბობოხიძემ.
”ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, უნდა გავაკეთოთ მიკროფონები, უნდა მოვიტანოთ პარტიული ხმები. თქვენ კი უნდა იჯდეთ პარლამენტში, უნდა გემსახურებოდეთ თქვენ და თქვენს მეგობრებს მანქანები და ჩვენ, ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივმა უნდა ვიშრომოთ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. კეთილი ინებეთ, გამოყავით ადამიანები და გავაკეთოთ. ღმერთმა დამიფაროს მე რომ კაკო ბობოხიძე მოღალატედ ჩავთვალო. ყველგან ვესწრებოდი სააკაშვილის ჩართვა. მას კაკო ბობოხიძესა და უამრავ ადამიანზე მას ეს არ უთქვამს. შენთან ერთად ვიჯექი ოთახში და განსხვავებული აზრი რომ დავაფიქსირე, პოლიტიკური მტერი ხარო მითხრეს. მითხარით რამდენ ხმას აიღებდით მიშა სააკაშვილის გარეშე, მითხარით ერთი. რატომ არის დღეს რომ მაჟორიტარი კანდიდატების უმრავლესობა, იმ აქტივისტების, რომლებმაც ხმები მოიტანა აქ დგანან. პრობლემა გაქვთ აქტივისტებთან, პრობლემა გაქვს ხალხთან, მაგრები ხართ ოთახში”, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
,,ვინც თვლით რომ მიშას გარეშე ნოლია, დარჩებით მიშასთან და ვინც თვლის, რომ მიშას გარეშე არსებობის უფლება გვაქვს, ვიქნებით მიშას გარეშე. ჩვენ ერთმანეთთან გავარკვევთ ვინ გააგრძელებს ამ პარტიის სახელით მოღვაწეობას. მე არალეგიტიმურად არჩეული პარტიული ორგანოს სახელით არ გავაგრძელებ საქმიანობას. ამ ქვეყას ჭირდებ ძლიერო ოპოზიციური პარტიის არსებობა და თქვენ ანგრევთ ამას“ - განაცხადა ბობოხიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






