,,პარტიის პოლიტსაბჭო უფუნქციო და არაქმედითი გახდა“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 02:19, 28 Dec, 2016     1508
,,ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის დროულად ჩატარებისა და მისი ლეგიტიმურობის რისკებზე საუბრობს ზურაბ ჭიაბერაშვილი. როგორც მან პარტიის პოლიტსაბჭოს ჩაშლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტირებისას განაცხადა, პარტიის მმართველი ორგანო პრაქტიკულად არაქმედითად გამოცხადდა. მისი თქმით, პოლიტსაბჭოს ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე უნდა ემსჯელა, რაც ასევე ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას თხოვნა იყო.

”ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტსაბჭოს ერთმა ნაწილმა არ მოინდომა, რომ ყრილობის წესები სამართლებრივად გამართული ყოფილიყო, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ყრილობა ორგანიზებულად და ლეგიტიმურად ჩატარდეს. ასევე სამწუხაროა ისიც, რომ მათ უგულებელყვეს ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას მიერ ციხიდან გამოგზავნილი თხოვნა, რომ პოლიტიკური საბჭო შეკრებილიყო და ამ საკითხებზე ემსჯელა, რადგან ყრილობის ორგანიზებულად და ლეგიტიმურად ჩატარება აუცილებელია, რათა პარტიაში არსებული უთანხმოება არ გაღრმავდეს და ძალიან ცუდ შედეგებამდე არ მიგვიყანოს. სამწუხაროდ, პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილმა მიიღო სხვაგვარი გადაწყვეტილება“- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, პროგნოზირება იმისა თუ როგორ განვითარდება მოვლენლები, რთულია. როგორც მან აღნიშნა, ყრილობისთვის აუცილებელია დელეგატების შერჩევის წესისა და სხვა შესაბამისი საკითხების მკაფიო გაწერა, რაც დროულ დაზუსტებას მოითხოვს.

,,რაც უფრო დიდხანს ვერ დაზუსტდება ეს წესი, მით უფრო მეტი რისკი ექნება ყრილობის დროულად ჩატარებას, ან მის სამართლიანობას და ლეგიტიმურობას. დღეს, პრაქტიკულად იმის გამო, რომ პოლიტსაბჭო უფუნქციო და არაქმედითი გახდა, საფუძველი ეყრება ყრილობის არალეგიტიმურობის საკითხს”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42