,,მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფი პარტიის ყრილობის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს" - ბოკერია
პოლიტიკა - 21:23, 27 Dec, 2016     2331
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფი, სამართლებრივად, ენმ-ს ყრილობის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ ბოკერიამ პარტიის პოლიტსაბჭოს კვორუმის არშედგომის საკითხის კომენტირებისას განაცხადა:

”მთავარი პრობლემა არის ზოგადი დამოკიდებულება. ის, რაც დაიწყო პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით - კამპანია “ღალატზე”, “ივანიშვილთან გარიგებაზე”, მერე უკვე უგულებელყოფა ხდება საკუთარი პარტიის, ორგანოების და არის დამოკიდებულება - მნიშვნელობა არ აქვს რას იზამს პოლიტსაბჭო. თუ პოლიტსაბჭო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ვიღაცას აწყობს, მაშინ ეს კარგია და თუ მერე რაღაც საფრთხე დაინახეს, ბოიკოტს უცხადებენ.

მეორე მხარე სრულიად საპირისპიროდ იქცევა, თუ არ მოსწონთ ან პერსპექტივაში ხედავენ რაიმე საფრთხეს ლეგიტიმური ორგანოების გადაწყვეტილებაში, ისინი ან ბოიკოტს ახდენენ, ან უგულებელყოფენ, ან ღალატზე და შეთქმულებაზე საუბრობენ. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ივანიშვილის რეჟიმის გამო ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ეკონომიკურად, პოლიტიკურად, უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამ გზით, ამ მეთოდებით და ამ დამოკიდებულებით, რომ ბელადი რასაც იტყვის ავტომატურად მართალია, არც პროცედურებს აქვს მნიშვნელობა. ტალახი შეიძლება ესროლო შენს თანაგუნდელებს და ყოფილი თანაგუნდელები უწოდო იმიტომ, თუ არ დაგეთანხმდნენ რაღაცაში, ამ გზით ქვეყნის წინსვლა ამ რეჟიმის დამარცხება ვერ მოხერხდება და სწორედ ამიტომაა პირველ რიგში ეს გამოწვევა”, - განაცხადა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42