სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმის გეგმას სახელმიწფო კომისია მოამზადებს
პოლიტიკა - 20:52, 27 Dec, 2016     1320
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების და პრობაციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან დახურული სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავდაცვის სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე, სამხედრო სავალდებულო სამსახურში ახალწვეულთა გაწვევის წესის რეგულაციებზე და სახელმწიფო შესყიდვებში არსებულ გამოწვევებზე კონსულტაციები გამართეს და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები დასახეს.

„თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილ რეფორმებზე და ოპტიმიზაციის პროცესზე ვისაუბრეთ. დეტალურად განვიხილეთ თვითოეულ სტრუქტურულ ერთეულში რეფორმირების გეგმები, რომლებიც არსებულ საჭიროებებს ეფუძნებათ. ყველა ვთანხმდებით, რომ ეს პროცესი ქვეყნის თავდაცვის უწყების სტრუქტურის სწორად დალაგებისთვის და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის გარდაუვალია. ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში გადამეტებული აჟიოტაჟია სამსახურებიდან სამხედრო მოსამსახურეების დათხოვნასთან დაკავშირებით, მინისტრის ბრძანების შესაბამისად ფულადი კომპენსაციები გაიცემა ყველა იმ პირზე ვისაც სამსახურის დატოვება მოუწევს. თუმცა ამ პროცესში საპარლამენტო ჩართულობა და კონტროლი მეტად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ სამხედრო სამსახურში გაწვევის წესის რეგულაციაზეც ისაუბრა და იგი მნიშვნელოვან რეფორმად შეაფასა. მისი განცხადებით, ყველა წვევამდელი, ვინც მსახურობს სხვადასხვა უწყებებში, საერთო ჯამში თავდაცვის მიზნებს უნდა ემსახურებოდეს და ახალგაზრდებს მეტი განვითარების საშუალება უნდა მიეცეს. ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმის გეგმას საფუძვლიანად მოამზადებს.

ძალოვან უწყებებში სახელმწიფო შესყიდვების საკითხებზე მსჯელობისას, კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კოორდინირებული მუშაობით უნდა დადგინდეს სტანდარტი, რომელშიც ყველა მხარის ინტერესი იქნება გათვალისწინებული.

„სახელმწიფო შესყიდვებისას, ყურადღება უნდა დაეთმოს როგორც ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, ასევე არსებული რესურსების რაციონალურად გამოყენებას. მნიშვნელოვანია, რომ უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობა შედგეს, რომ მოხდეს სტანდარტებზე შეთანხმება. იმ სტანდარტების, რომლებიც ხარისხობრივადაც და ეკონომიურობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან ეფექტს მოგვცემს“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42