დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა
პოლიტიკა - 20:23, 27 Dec, 2016     1096

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს სახელმწიფო ანგარიშების პირველადი პროექტები მოისმინეს.

მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ კომიტეტს „შეიარაღებულ კონფლიქტში ბავშვთა მონაწილეობის თაობაზე ბავშვის უფლებათა კონვენციის“ დამატებითი ოქმის და „ბავშვთა ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის თაობაზე ბავშვის უფლებათა კონვენციის“ დამატებითი ოქმის საქართველოს მიერ იმპლემენტაციის შესახებ მომზადებული ანგარიში წარუდგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, აღნიშნულ კონვენციებს საქართველო 2002 წლიდან შეუერთდა და ყოველ ორ წელიწადში სახელმწიფო ანგარიშები მზადდება, რაც შეეხება პოლო პერიოდში მომზადებულ მოხსენებებს, ისინი ჯერ კიდევ 2007-2011 წლებში უნდა მომზადებულიყო, თუმცა მათი წარდგენა დაგვიანდა.

მინისტრის მოადგილემ ანგარიშების მომზადების სპეციფიკაზე, მათზე მომუშავე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობასა და ანგარიშებში მოცემულ მიმართულებებზე ისაუბრა. კომპეტენციების ფარგლებში სახელმწიფო ანგარიშებში უწყებების საქმიანობის თაობაზე მოხსენებები იუსტიციის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლებმა გააკეთეს.

მათ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებსა და იმ პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რასაც შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა მონაწილეობის არ დაშვება და ბავშვთა ტრეფიკინგის, ვაჭრობის და პროსტიტუციის წინააღმდეგ მიმართული სამუშაოები წარმოადგენდა. საკითხის განხილვისას, კომიტეტის სხდომაზე შეკითხვები დაისვა და დამატებითი რეკომენდაციები გამოითქვა, რაც სახელმწიფო ანგარიშის საბოლოო ტექსტში აისახება.

კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის მეორე საკითხს საკანონმდებლო წინადადების განხილვა წარმოადგენდა. კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განმარტებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უკვე შესულია და საკითხზე მუშაობა დაწყებულია, შესაბამისად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საკანონმდებლო წინადადების შინაარსობლივად არ განხილვას და დაელოდება იურიდიული კომიტეტის დასკვნას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42