უძრავი ქონების რეალიზაცია/რეკლამირება მხოლოდ ლარით - ოპოზიცია ბაზრის რისკებზე საუბრობს
პოლიტიკა - 20:19, 27 Dec, 2016     1808

საპარლამენტო კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე, პირველი მოსმენისთვის, განიხილეს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი კანონპროექტები.

მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, კანონს უნდა დამატებოდა პუნქტები, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევისას, ასევე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას, ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. ცვლილებები, ასევე, ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, შესაბამისი სამართლებრივი აქტით, განსხვავებული წესის შესაძლო დადგენასაც.

როგორც საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა, წარმოდგენილი ცვლილებები ეხება ქვეყანაში დაგეგმილ დედოლარიზაციის ანუ ლარიზაციის რეფორმას. მისივე განმარტებით, ცვლილებები ითვალისწინებს ლარში სავალდებულო ფასდებას უძრავ ქონებაზე. ასევე, გათვალისწინებულია, რომ ეროვნულ ბანკს, ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოდან გამომდინარე, შესაძლებლობა ექნება კონკრეტული მომენტისთვის განსხვავებული რეგულაცია დააწესოს, როცა მაგალითისთვის, ის ემსახურება არარეზიდენტ პირთა დაცვის ინტერესებს.

კანონპროექტების განხილვის დროს, საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა განაცხადეს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები გამოიწვევს სესხების გაძვირებას, ლარის კურსის ცვლილების შემთხვევაში დაზღვეული არ იქნება რისკება, დაზარალდება უძრავი ქონების ბაზარი, ეკონომიკის ზრდა არ მოხდება და სხვა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებების მიღება არ დააზარალებს უძრავი ქონების ბაზარს, გარემოს გახდის პროგნოზირებადს, გაიზრდება ლარში სესხების ხელმისაწვდომობა და ზოგადად, ეკონომიკის ზრდისთვის დედოლარიზაცია აუცილებელია.

საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრთა წინადადება ფასის ლარში გამოხატვა შეხებოდა მხოლოდ ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებას ან/და რეკლამირებისა და აღარ შეეხებოდა ქონების რეალიზაციას ან/და მომსახურების გაწევას, გაიზიარა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტთა პაკეტის პლენარულ სხდომაზე სხდომაზე განხილვას. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული ცვლილებები იქნა წარმოდგენილი. მისივე თქმით, საერთოდ დაკრედიტების პოლიტიკა და მთელი რიგი საკითხები, რომელიც ბიზნესის ამ ძალიან მნიშვნელოვან პრინცებს უკავშირდება საჭიროებს გარკვეულ სიღრმისეულ შესწავლას. „მომავალი წლიდან ჩვენი კომიტეტი მთავრობისა და ეროვნულ ბანკის მიონაწილეობით კვლავ გეგმავს დაუბრუნდეს ამ თემის უფრო სირღმისეულ ანალიზს“,-განაცხადა რომან კაკულიამ.

საერთო საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი არ დაუჭირა ზვიად ტომარაძისა და როინ მიგრიაულის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებას „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და გადაყვანა შეიძლება განახორციელონ მხოლოდ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისმა სამსახურმა ან მის მიერ უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტემა მიიცნაი, რომ საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ფორმულირება არ შეესაბამება მის მიზნებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42