,,სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგები ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას მიმართვას ბოიკოტით პასუხობენ“ - ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრთა განცხადება
პოლიტიკა - 20:14, 27 Dec, 2016     2779
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ და მათი თანაპარტიელების მხრიდან, დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაში მონაწილეობის არმიღებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, პროცესების ჩიხში შეყვენად აფასებენ. პარტიაში აცხადებენ, რომ დღეს დანიშნულ პოლიტსაბჭოს სხდომას ციხიდან მიმართეს ვანო მერაბიშვილმა და გიგი უგულავამ და მხარი დაუჭირეს ყრილობის მოსამზადებელი წესების განსაზღვრას.

,,2016 წლის 27 დეკემბერს მოწვეულ იქნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს მორიგი სხდომა, რათა პოლიტიკურ საბჭოს საკუთარი გადაწყვეტილებით დაეზუსტებინა მის მიერვე 2016 წლის 30 ნოემბერს დამტკიცებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის VII პარტიული ყრილობის მოწვევისა და დელეგატების შერჩევის წესის” სავალდებულოდ განსასაზღვრი საკითხები.

სხვა საკითხებთან ერთად, დღეისთვის გაუგებარია, როგორ და რა წესით ხდება დელეგატთა შესათახმებლად კონფერენციების მოწვევა, როგორ დგება ყრილობის დღის წესრიგი, როგორ განისაზღვრება ყრილობაზე ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურა. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს დელეგატთა შერჩევა უკვე მიმდინარეობს 30 ნოემბერს დამტკიცებული არასრულყოფილი პროექტის დარღვევით.

პარტიის წესდებითა და პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ზემოთჩამოთვლილ საკითხების განსაზღვრისა და გადაწყვეტის გარეშე შეუძლებელია ლეგიტიმური და სათანადოთ ორგანიზებული ყრილობის ჩატარება. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული ახლა - ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარებული პოლიტიკური საბჭო უკვე ვეღარ განსაზღვრავს დღეს ჩასატარებელ პროცედურებს და, შესაბამისად, ყრილობის წინა დღეებში მოწვევა ყველანაირ აზრს კარგავს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრთა ნაწილის მიერ დღეს დილით გაკეთებულ განცხადებას, რომ „მიზანშეწონილად არ მივიჩნევთ მონაწილეობის მიღებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს 27 დეკემბერს დანიშნულ სხდომაში“, სხვაგვარად ვერ შევაფასებთ, თუ არა არალეგეტიმურ გზაზე დადგომას და პროცესის შეგნებულად ჩიხში შეყვანას.

2013 წლის წინა ყრილობის მიერ არჩეული პოლიტიკური საბჭოს ნაცვლად, 6-კაციანი ,,საორგანიზაციო კომისიის“ სახელით ყრილობის წესებისა და პროცედურების უგულვებელყოფით მომზადება, სხვა არაფერია თუ არა პარტიაში კონფრონტაციის გამწვავებისა და გახლეჩის პროცესის გამწვავება.

დღეს პარტიის პასუხისმგებლობის მქონე ყველა წევრი ცდილობს კრიზისული ვითარებიდან გამოსავლის ძიებას. პატიმრობაში მყოფმა ენმ ლიდერებმა, ვანო მერაბიშვილმა და გიგი უგულავამ, დღეს დანიშნულ პოლიტსაბჭოს მიმართეს თავის პოზიციით და მხარი დაუჭირეს წესების განსაზღვრას. სამწუხაროა, რომ ჩვენი კოლეგები მათ ბოიკოტით პასუხობენ და უარს აცხადებენ ამ პოზიციების განხილვაზეც კი.

ამ სახით და ფორმით დაორგანიზებული ,,ყრილობა“ მხოლოდ შიდაპარტიული ბრძოლის მიზნით გამართული ღონისძიების სახეს მიიღებს. დღევანდელი ბოიკოტით ჩვენმა კოლეგებმა პოლიტსაბჭო არაქმედითად აქციეს - შესაბამისად, 20 იანვრამდე ვეღარ მოხდება პარტიის წესდებით სავალდებულო საკითხების გადაწყვეტა და ამდენად, სამწუხაროდ, მომავალ შეკრებას ეცლება ლეგიტიმურობის საფუძველი.

ყრილობის ჩატარების იურიდიულ ჩიხში შეყვანა სამწუხარო ნაბიჯია, ასუსტებს ერთადერთ მძლავრ, პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას და უადვილებს ამოცანებს ივანიშვილის რეჟიმს“ - ნათქვამია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭო წევრთა განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42