ჯანელიძემ სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში არსებული ურთიერთობები მიმოიხილა
პოლიტიკა - 16:26, 27 Dec, 2016     956
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიმოიხილა ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში არსებული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აშშ-სთან საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე. მისი თქმით მომდევნო წლების განმალობაში, ისევე როგორც გასულ პერიოდში საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება აშშ-სთან ურთიერთობა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, ასევე ყველა სამთავრობო უწყებისთვის, მათ შორის საპარლამენტო მიმართულებითაც. ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ განსაკუთრებული აქტივობა გვჭირდება. უკვე გვაქვს პირველი კონტაქტები სამომავლო ადმინისტრაციის წევრებთან და ასევე პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა საქართველოს საკითხი ისევე იყოს აქტუალური ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, როგორც არის ბოლო 25 წლის მანძილზე, როცა ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა განსაკუთრებით ღრმავდებოდა“ - განაცხადა მინისტრმა.

მან ხაზი გაუსვა აშშ-სთან თავდაცვის, განათლების და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

საკუთარ გამოსვლაში მიმოიხილა ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობა. მისი განცხადებით საქართველოს პრიორიტეტია დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება, ისევე როგორც თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა ფორმატებში საქართველოს ტრადიციულ მეგობრებთან - აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან.

მინისტრმა უპრეცედენტო უწოდა მიმდინარე წელს საქართველო-გერმანიის თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს 2017 წლის განმალობაში, როდესაც აღინიშნება საქართველო-გერმანიის მეგობრობის 200 წლის იუბილე.

„ამ თანამშრომლობამ გამოიღო ის შედეგი, რომ გერმანიამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება როგორც შიდა პოლიტიკურ, ასევე ევროკავშირის კონტექსტში არსებულ რთული პერიოდის გათვალისწინებით“-განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე გამოჰყო მიმდინარე წელს საფრანგეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, ასევე სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატში ურთიერთობების გადაყვანა დიდ ბრიტანეთთან და თურქეთის რესპუბლიკასთან.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით მომდევნო წელი ასევე მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42