საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს უწყებაში ოპტიმიზაციის შესახებ სასაუბროდ შეხვდა. სესიაშვილის განცხადებით, მან მიიღო ინფორმაცია რა პრინციპით გეგმავს სამინისტრო ოპტიმიზაციას.
როგორც გენშტაბის უფროსის მოადგილემ განმარტა, 209 სამხედროს კომპენსაცია გადაეცა. საკომპენსაციოდ სულ 5 მილიონი ლარია გამოყოფილი და თითოეული პირი ჩინისა და დამსახურების მიხედვით, 10 ათასიდან 30 ათას ლარამდე თანხას მიიღებს. ხოლო დანარჩენ ნაწილს თანამშრომლებისა, შეძლებისდაგვარად, თავდაცვის სამინისტროში სხვა პოზიციებზე დაასაქმებენ.
„სამწუხაროდ, უხეში სიტყვა ქვია, ოპტიმიზაცია, მაგრამ ეს ის რეფორმებია, ეს ის პროცესია, რომელიც, საერთო ჯამში, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს. რა თქმა უნდა, თითოეული ჯარისკაცის, ოფიცრის, სამოქალაქო პერსონალის ბედი ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია. ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ, როგორ უნდა მოხდეს კომპენსირება, როგორ უნდა მოხდეს მათი შემდგომი დასაქმება ან დაინტერესება და ეს საკითხებიც გავიარეთ,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






