პარლამენტი საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის მიღებას გეგმავს
პოლიტიკა - 15:55, 27 Dec, 2016     1283
საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით პარლამენტი რეზოლუციის მიღებას გეგმავს, რომელშიც უალტერნატივო პრიორიტეტად ევროკავშირთან ინტეგრაციაა დასახელებული, მთავარ მოკავშირედ კი ამერიკის შეერთებული შტატები. დოკუმენტში ასევე საუბარია რუსეთთან რაციონალურ პოლიტიკის გატარებაზეც. მმართველი გუნდის განცხადებით აუცილებელია ამ გზავნილების უმაღლეს დონეზე კიდევ ერთხელ დეკლარირება.

"ერთერთი პირველი საკითხი, რასაც ვეხებით, ეს არის, სწორედ, სუვერენიტეტის გაძლიერება, დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ძირითად პრიორიტეტად მოცემულია ევროკავშირთან ურთიერთობა და საკმაოდ თამამი ტექსტით წერია, რომ ჩვენი მიზანი იქნება ევროკავშირში გაწევრიანება,“ - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავამ. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ რეზოლუციას პრეზიდენტის მხრიდანაც ექნება მხარდაჭერა.

ჩვენ გვაქვს რუსეთთან დიალოგის ფორმატი, რომელიც მათ საერთაშორისო კონტექსტში აჯენს, იმისთვის რომ დაუფიქრებელი ნაბიჯები არ გადადგან. ჩვენ ვცდილობთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მუდმივად გვყავდეს საქმის კურსში, ამ საკითხებთან დაკავშირებით ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რუსეთი ყოველთვის იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ გვაქვს არჩევანი - წავყვეთ იმ თამაშს, რომელსაც გვთავაზობს რუსეთი, ან საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გავაპროტესტოთ, დავაფიქსიროთ ეს გაფართოება მათი ოკუპირებული ტერიტორიების და ვიბრძოლოთ მთლიანად ტერიტორიების დაბრუნებისთვის, მათი არაღიარების პოლიტიკისთვის“- განცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42