საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საქართველო მზად არის რუსეთს ტუ-154-ის ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ძებნაში დაეხმაროს იმ შემთხვევაშ, თუ რუსული მხარე შესაბამისი ფორმით მიმართვას:
"რუსულ მხარეს ასეთი თხოვნით არ მოუმართავს. ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა ნებისმიერი სახელმწიფოს ვალდებულებაა. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როდესაც შესაბამისი სამსახურები მონაწილეობდნენ ყაზბეგის რაიონში მეწყერის დროს მთებში დაკარგული ადამიანების ძებნაში. ასე რომ, ასეთი გამოცდილება არის და, როდესაც არსებობს აუცილებლობა, შესაბამისი სამსახურები ერთვებიან. თუმცა, ვიმეორებ, ამ შემთხვევაში ჩვენთის ასეთი თხოვნით არ მოუმართავთ”, - განაცხადა აბაშიძემ “რია ნოვოსტისთან” საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






