პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და "კრეატივ ბიზნეს კაპ ჯორჯიას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი
პოლიტიკა - 13:32, 27 Dec, 2016     1122
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და "კრეატივ ბიზნეს კაპ ჯორჯიას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და ა(ა)იპ "კრეატივ ბიზნეს კაპ ჯორჯიას" (სი-ბი-სი) აღმასრულებელმა დირექტორმა გელა ენდრიუ სულმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანი „სი-ბი-სი“-სა და ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და „სი-ბი-სი“-ს მიერ განსაზღვრული ღონისძიებებით საქართველოში ახალი ბიზნესიდეების, კრეატიული სტარტაპებისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მხარდაჭერაა.

მემორანდუმის მიხედვით, „სი-ბი-სი“ მზადყოფნას გამოთქვამს განახორციელოს მრავალმხრივი ეფექტიანი საკომუნიკაციო სისტემის შექმნა; მოახდინოს ბიზნესსექტორისა და მოსახლეობის დაინტერესებული წარმომადგენლების ინფორმირება საქართველოში კრეატიული ბიზნესიდეების წარმატებულ ბიზნესპროექტებად გადაქცევის შესაძლებლობებზე.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მაქსიმალურად მხარს უჭერს CBC GEORGIA -ს ამ ინიციატივების განხორციელებაში და შემდგომ რეალიზებაში, რადგან ამ კომპანიამ ყველას გვაჩვენა, რომ შეუძლია კონკრეტული კრეატიული იდეები მიიყვანოს შედეგებამდე.

“ხშირად, ერთი შეხედვით მცირე, უცნაური, სინამდვილეში კი, კრეატიული იდეა დასაწყისია ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სერიოზული ბიზნესპროექტის და ძალიან სერიოზული ახალი ინიციატივების. შესაბამისად, გვინდა, რომ ამ პროცესში ვიყოთ მაქსიმალურად ჩართულები და ხელი შევუწყოთ მას”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

როგორც მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე "კრეატივ ბიზნეს კაპ ჯორჯიას" აღმასრულებელმა დირექტორმა გელა ენდრიუ სულმა განაცხადა, პროექტის ფარგლებში კომპანია ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებში იმ იდეების გაღვივებას და აღმოჩენას, რომელიც შეიძლება პოტენციურ, საინტერესო ბიზნესებად ჩამოყალიბდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მარტო თბილისში არ იყოს კონცენტრირებული ყველაფერი.

„პროექტის მეორე ელემენტი საქართველოში არსებული კრეატიული იდეების საერთაშორისო დონეზე გასვლაა. ამისთვის, ამ შემოდგომაზე, კრეატიული ინდუსტრიების საერთაშორისო ფორუმის ჩატარებას ვაპირებთ, სადაც ქართულ კრეატიულ კომპანიებს, ქართულ სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების და ძალიან ცნობილი, საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებთან ერთად თავისი იდეები შესთავაზონ საქართველოში პოტენციური ინვესტიციებისათვის“, - განაცხადა გელა ენდრიუ სულმა.

მემორანდუმის ხელმოწერას პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ერთერთი პროექტის მონაწილე ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

„ამით კიდევ ერთხელ გვინდა იმის ხაზგასმა, რომ პრეზიდენტი არ წყვეტს ახალგაზრდული იდეების მხარდაჭერას. მითუმეტეს მაშინ, როდესაც გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასეთი ტიპის ინიციატივა ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი იყოს. ვფიქრობ, რომ ეს მემორანდუმიც ნაწილია ამ ფართო იდეის.

დიდი იმედი გვაქვს, რომ 2017 წელს არაერთი საინტერესო, ახალი, კრეატიული იდეის, ერთი მხრივ, აღმოჩენა და მეორე მხრივ, მისი მხარდაჭერა და კონკრეტულ გეგმად გადაქცევა მოხდება”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42