სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა საქართველოში - IDFI კვლევას აქვეყნებს
პოლიტიკა - 11:01, 27 Dec, 2016     1586
სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით IDFI კვლევას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით ასასამართლოებიდან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა და დამკვიდრდა გადაწყვეტილებათა გაცემაზე პერსონალურ მონაცემების დაცვის არგუმენტაციაზე მითითებით უარის თქმის პრაქტიკა. IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო პერიოდში, საქართველოში მნიშვნელოვნად გაუარესდა მდგომარეობა სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ. მაგალითად, 2015 წლის ბოლო თვეებამდე თბილისის საქალაქო სასამართლო მოთხოვნის შემთხვევაში, სრულყოფილი სახით გასცემდა სასამართლო გადაწყვტილებათა ასლებს, თუმცა მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა 2015 წლის ოქტომბრიდან, როდესაც დამკვიდრდა გადაწყვეტილებათა გაცემაზე პერსონალურ მონაცემების დაცვის არგუმენტაციაზე მითითებით უარის თქმის პრაქტიკა. შედეგად დღეის მდგომარეობით შეუძლებელია სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღება ისეთი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზეც კი როგორიც მაგალითად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. იმისთვის რომ შეგვესწავლა სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის პრაქტიკა IDFI-მ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებები გააგზავნა საერთო სასამართლოთა სისტემაში შემავალ ყველა სასამართლოში.

IDFI-ის მიერ მომზადებული ანალიზი „სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა საქართველოში” ემყარება სასამართლოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ანალიტიკურ-სამართლებრივ ანალიზს. კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის არსებული პრაქტიკის შესწავლის მიზნით ჩვენ გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია საერთო სასამართლოთა სისტემაში შემავალი სასამართლოებიდან, ხოლო მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე უარი და აღნიშნული უარის დასაბუთება გავაანალიზეთ მოქმედი კანონმდებლობის კონტექსტში.

ანალიზი მომზადდა პროექტის „სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა საქართველოში“ ფარგლებში. აღნიშნულ პროექტს, IDFI, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით.

ჩატარებული კვლევის საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ დღეს საქართველოში სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებობს შემდეგი სისტემური პრობლემები:

სასამართლოს გადაწყვეტილების ხელმისაწვდომობის პრაქტიკის თვალსაზრისით არსებული პრობლემები

- საერთო სასამართლოები ფართოდ განმარტავენ პერსონალური მონაცემის ცნებას და დეპერსონალიზაციის შეუძლებლობას, ისინი არ ითვალისწინებენ ამა თუ იმ საქმის მიმართ არსებულ განსაკუთრებით მაღალ საჯარო ინტერესს. დარღვეულია ბალანსი პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შორის;

- გაცემული გადაწყვეტილებების დეპერსონალიზაციისას, რიგ შემთხვევებში, იფარება, აგრეთვე, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირი და სახელმწიფო წარმომადგენლები;

- საერთო სასამართლოები პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებას ავრცელებენ იურიდიულ პირებზე;

- საერთო სასამართლოები უარს ამბობენ სასამართლოს გადაწყვეტილებების გაცემაზე საკმარისი რესურსის არარსებობის გამო;

- საერთო სასამართლოებში, სავარაუდოდ, კვლავ არსებობს სასამარლოს გადაწყვეტილების გაცემაზე უარის თქმის შეთანხმებული შაბლონური ფორმები;

- რიგ შემთხვევებში, სასამართლოები ავლენენ განსხვავებულ მიდგომებს, განმცხადებელ (საჯარო ინფორმაციის მომთხოვნ) სუბიექტებთან (ფიზიკური და იურიდიული პირებთან) მიმართებით.

მოქმედი კანონმდებლობის თვალსაზრისით

- არსებულ წესრიგში, ფაქტობრივად, უპირობო უპირატესობა ენიჭება პერსონალური მონაცემების დაცვას. არ არის გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილების გაცემის წესი, თუ ის შეიცავს განსაკუთრებულ კატეგორიას მიკუთვნებული პერსონალურ მონაცემს;

- მოქმედი კანონმდებლობა სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას განიხილავს, როგორც ორდინალურ საჯარო ინფორმაციას, მასზე ვრცელდება საჯარო ინფორმაციის გაცემის ზოგადი წესები და არ არის გათვალისწინებული მართლმსაჯულების გამჭვირვალობისა და სასამართლოსადმი ნდობის ლეგიტიმური ინტერესები;

- სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის გამიჯვნა არ ხდება სამართლებრივი ურთიერთობის მიხედვით. არსებითად განსხვავებული სამართლებრივი ბუნების, კატეგორიის, საქმეებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებით დადგენილია გამჟღავნების ერთგვარი სტანდარტი;

- ღია სასამართლოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, ზოგადი წესით, არის დახურული;

- კანონმდებლობით დადგენილია, ნორმატიული ბალანსი სამართლებრივ სიკეთეებს შორის და არ არის გათვალისწინებული ინდივიდუალური შეფასების შესაძლებლობა.“- აღნიშნულია კვლევაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42