„რომ იცოდეთ რა ძნელია უცხოური გვარით სამსახურის შოვნა, თავის დამკვიდრება, სამეგობრო წრის შექმნა“ - წერს უცხოეთში მცხოვრები ქართველი სოციალურ ქსელში და ფბ.მეგობრებს ამაღელვებელ ისტორიას უყვება,
ნინო ბიწაძე: „გეორგიენ, თი-ბლისიო, არა? თბი-ლისი მეთქი! როგორო? - ჩამეძია. როგორ და თბილისი მეთქი, უცხოელები თბ-ს, ორ თანხმოვანს ვერ აბამთ ერთად, თბი-ლისი ქვია საქართველოს დედაქალაქს მეთქი. - თბილისი, - გაიმეორა სხვათაშორის საკმაოდ წარმატებულად. სტოკჰოლმის აეროპორტში, "დუთი ფრი"-ში გამყიდველთან გუშინწინდელ დიალოგს გიყვებით. ჩემი წილი საქართველო კეკლუცად რომ დავიცავი და კმაყოფილი, ის იყო გამოვბრუნდი, მოულოდნელად მომაძახა, - სხვათაშორის ერთი მერვედი ქართველი ვარო. ათ წუთში ჩასხდომა იწყებოდა, მაგრამ მოვბრუნდი და მივაშტერდი, მკერდზე ჩამოკიდებული ბარათი მომაჩეჩა, აიო ჩემი გვარი ეს არისო, ზედ შავით თეთრზე ეწერა Gharibashvili.
... ??? - ეს მე მივიღე კითხვის ნიშნის ფორმა. ამ გვარს ვატარებო, ღირსების საქმეაო, საქართველოში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ამ გვარით გავიზარდე, მამაჩემიც არ ყოფილა საქართველოში, წასულები ვართ, იმის შემდევ რაც ბაბუაჩემი გადასახლდა ირანშიო. როგორ შემრცხვებოდა ხომ მიხვდებით. თბ-ს ვუწუნებ, ჰა? ვერ ვსწავლობ ამ ჭკუას და რა ვქნა. თვითმფრინავს ვერ გავუშვებდი მართალია, მაგრამ რომ დავბრუნდები, მოვძებნი აუცილებლად, არა მგონია ბევრი ღარიბაშვილი მუშაობდეს სტოკჰოლმის აეროპორტში. სათვისტომოში მივიწვევ და მოგვიყვეს ერთი, თავისი ისტორია“.
მასალის გამოყენების პირობები






