ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა 2017-2020 წლისთვის ასოცირების დღის წესრიგზე - ჯანელიძე
პოლიტიკა - 22:51, 26 Dec, 2016     1640
„საქართველოს მთავრობა მოწოდებულია მაქსიმალური ძალისხმევა განახორციელოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებითა და ეკონომიკური ინტეგრაციით გახსნილი შესაძლებლობების სრულად ასათვისებლად, რაც სარგებელს მოუტანს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს,“ ამის შესახებ განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას.

მინისტრმა საქართველოს საგარეო უწყების პრიორიტეტულ მიმართულებებად ევროკავშირთან ინსტიტუციური დაახლოება, ევროკავშირის პროგრამებში აქტიური ჩართულობა, დარგობრივი დიალოგის და სააგენტოებთან თანამშრომლობის გაღრმავება დაასახელა. მისი თქმით, საქართველოს მთვარობა აქტიურად მუშაობს საქართველო-ევროკავშირის სექტორული ინტეგრაციის მიმართულებით. ამავდროულად საგარეო საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის კულტურის, განათლების, სასოფლო-სამეურნეო და ბიზნესის წარმოების კუთხით არსებული ევროკავშირის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რათა თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება.

„ჩვენი მიზანია მჭიდრო თანამშრომლობა თითოეულ ევროპულ პროგრამასთან და სააგენტოსთან, რომ ჩვენი ქვეყანა გავხადოთ ევროპული ქვეყნის სტანდარტების მაქსიმალურად მატარებელი, მაქსიმალურად გახსნილი ევროპასთან თანამშრომლობის კუთხით რომ როდესაც ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირის წევრობისთვის, ამისთვის ვიყოთ მაქსიმალურად მომზადებული“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კომიტეტის წევრებთან დადებითად შეაჯამა ევროკავშირთან ურთიერთობის მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესი. მისი განცხადებით საქართველო პირველად იქნა მოხსენიებული ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალური სტრატეგიის დოკუმენტში, როგორც ერთ-ერთი „სტაბილური, დემოკრატიული სახელმწიფო და რეგიონში უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის კუთხით ევროკავშირის ერთ-ერთი დასაყრდენი პარტნიორი ,“ რაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საფუძველია.

მისი თქმით, გაწეული წარმატებული სამუშაოს და მოპოვებული ნდობის ნათელ დასტურს პოლიტიკური, სექტორული, ეკონომიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.

როგორც საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა ასოცირების შეთანხმების წარმატებით განხორციელება. ამ კუთხით მისი თქმით ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა 2017-2020 წლისთვის ასოცირების დღის წესრიგზე და ასევე პირველად მთავრობის ინიციატივით, შემუშავების ეტაპზე მოხდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა ამ პროცესში - გაიმართა არაერთი კონსულტაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან. საქართველოს ასეთი მაგალითი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის კუთხით ევროკავშირის მხრიდან შეფასდა როგორც უპრეცედენტო მოვლენა აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის.

პარლამენტში საქართველო ევროკავშირის თანამშრომლობის კუთხით ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შეფასებისას მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომას და საპარლამენტო არჩევნების და ახალი მთავრობის დამტკიცების შემდგომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიერ განხორციელებულ პირველ ვიზიტს ბრიუსელში, რითაც ცალსახად ხაზი გაესვა ხელისუფლების ურყევ კურსს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42