"ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კუთხით მომავალი წელი ძალზედ აქტიური იქნება"- ჯანელიძე
პოლიტიკა - 19:57, 26 Dec, 2016     1692
მომავალი წელი ძალიან აქტიური იქნება ნატო-საქართველოს ურთიერთობებში“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების წევრებთან უწყების ბოლო ორი თვის საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძემ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხები და მომავალ წელს დაგეგმილი მაღალი დონის ერთობლივი ღონისძიებები განიხილა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაისში გაიმართება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ამისათვის ჩვენ ყველა ერთად ვემზადებით. ნატო-ს გენერალური მდივანიც აპირებს ამ ღონისძიებაში მონაწილეობას, ამიტომ წლის პირველი ნახევარი ძალიან აქტიური იქნება ნატოსთან ჩვენი თანამშრომლობის. იგეგმება იანვარში ნატო-საქართველოს ერთობლივი კომისია, რომელზეც წარდგენილი იქნება სახელმწიფო მინისტრის მიერ ყოველწლიური სამოქმედო გეგმა და მისი შესრულება, თებერვალში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი, სადაც ჩვენ ასევე მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას და მოთხოვნილი გვაქვს ასევე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა თავდაცვის მინისტრის მონაწილეობით, მარტში დაგეგმილია ნატო-ს სამხედრო კომისიის ვიზიტი საქართველოში, რომელიც ასევე შეაფასებს ჩვენს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიმოიხილა ასევე სხვა ის მნიშვნელოვანი მაღალი დონის ღონისძიებები, რომლებიც ბოლო ორი თვის განმალობაში განხორციელდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმართულებით, მათ შორის საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, სადაც განხილული იქნა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხები, კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის (SNGP) განხორციელება და ამ პროცესში მოკავშირეების მონაწილეობისა და კონტრიბუციის გაზრდის მიზნით მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა.

„ჩვენ ძალიან პოზიტიური შეფასებები მივიღეთ ნატო-ს გენერალური მდივნისგან ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის კუთხით, ასევე იმ პროექტების განხორციელების კუთხით, რომელიც საქართველოში უზრუნველყოფს ნატო-ს მეტ წარმომადგენლობას“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა მიმოიხილა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გამართული ორმხრივი შეხვედრები და საქართველოს მონაწილეობა „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.

როგორც სიტყვით გამოსვლისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის თვალსაზრისით ძირითადი კონცენტრაცია კეთდება 2018 წლის ნატო-ს გაფართოებულ სამიტზე, სადაც საქართველოს პრიორიტეტები იქნება წარმოდგენილი. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით გრძელდება ასევე დიალოგი შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით და ამ მიმართულებით მომავალშიც გაიმართება განხილვები ალიანსსა და საქართველოს შორის ყველა შესაძლო ფორმატში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42