"ვიცით, როგორ უნდა მოვახდინოთ სტრატეგიული პარტნიორების მობილიზაცია და კონსოლიდაცია"- დოლიძე
პოლიტიკა - 19:53, 26 Dec, 2016     1387

26 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის გაერთიანებულ საკომიტეტო სხდომაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ანგარიშები მოისმინეს. მინისტრებმა ვიზის ლიბერალიზაციის პროცესთან და მიმდინარე საერთაშორისო აქტივობასთან დაკავშირებით 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და საგარეო ურთიერთობების მიმართულებით, ასევე, ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით გაწეული საქმიანობის შესახებ2016 წლის მოკლე ანგარიში წარადგინეს.

სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის წესების შესახებ დაგეგმილ კამპანიაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელობას. ვიქტორ დოლიძემ დეპუტატებს, ასევე, ინფორმაცია მიაწოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამომავლო გეგმებსა და მნიშვნელოვან ღონისძიებებზე. „ჩვენ გვექნება როგორც ევროკავშირის, ასევე, ნატოსთან დაკავშირებული სერიოზული გეგმები. მათ შორის არის ნატო-საქართველოს კომისია ბრიუსელში, რომელზეც ვაპირებ ჩასვლას 17 იანვარს, სადაც 28+1 ფარგლებში შედგება საქართველოს ყოველწლიური სამოქმედო გეგმის წარდგენა, სხვადასხვა თემებზე საუბარი, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების თემებზე. იცით, რომ იგეგმება ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში, ასევე, ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი და ნატო-ს საპარლამეტო ასამბლეა და ა.შ. და რაც ყველაზე მთავარია, რაღაც ერთგვარი დამაგვირგვინებელი ღონისძიება იქნება მომავალი წლის ნოემბერში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. ამასთან დაკავშირებით უნდა დავიწყოთ ორმხრივი ვიზიტები ქვეყნის გარეთ, ასევე, ვიცით ზუსტად, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ, როგორ უნდა მოვახდინოთ საერთაშორისო, სტრატეგიული პარტნიორების მობილიზაცია და კონსოლიდაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ სამიტზე." -აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა მომავალი წლის გეგმებზე საუბრისას.

ანგარიშების წარდგენის შემდეგ ვიქტორ დოლიძემ და მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.

„პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე. ვფიქრობ, კარგი ტრადიცია დამკვიდრდა და მომავალშიც ხშირად ვგეგმავთ ამგვარი კონსულტაციების გამართვასა და ერთგვარი ანგარიშის წარდგენას." - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42