პრეზიდენტი ბაზარში - მარგველაშვილმა სოციალურად დაუცველებისთვის ქართული პროდუქტი შეიძინა (ვიდეო)
პოლიტიკა - 18:51, 26 Dec, 2016     45654
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი დღეს ორ საზოგადოებრივ ინიციატივაში ჩაერთნენ.
გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი აქციას “იყიდე ქართული“ შეუერთდნენ. აქციის ფარგლებში, საახალწლოდ ოჯახისათვის ავლაბრის ბაზარში და სასურსათო მაღაზიაში ქართული წარმოების პროდუქტები და მაღაზია „იმერში“ ქუთაისის ფაბრიკაში შეკერილი სამოსი შეიძინეს.
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი მოუწოდებენ საზოგადოებას შეუერთდნენ აქციას და შეიძინონ ქართული პროდუქცია.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტი მეორე აქციასაც შეუერთდა. გიორგი მარგველაშვილი ქველმოქმედ აკა სინჯიკაშვილის აქციაშიც ჩაერთო, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის საახალწლო საჩუქრების დარიგებას გულისხმობს.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, აკა სინჯიკაშვილს სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის საჩუქრები - ჩურჩხელები და ჩიჩილაკები გადასცა.
„პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და გაგახსენოთ, რომ ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ხალხია, რომელსაც სწორი და კეთილი გადაწყვეტილებების მიღების საოცარი უნარი აქვს.
დღეს მე შევუერთდი ორ აქციას. ერთი არის აქცია, რომ ჩვენ შევიძინოთ ჩვენი სამამულო პროდუქცია და ჩვენი სამამულო პროდუქციის შეძენით დავეხმაროთ ჩვენს წარმოებას და მეორე არის აქცია, რომელიც უკავშირდება სოციალურად დაუცველი ადამიანების მხარდაჭერას. ეს ორივე აქცია საზოგადოებიდან მოდის.
ერთი გოგა ჩანადირის აქციაა, მეორე კი, აკა სინჯიკაშვილის აქციაა, რომელსაც ვუერთდები და მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა სხვების ძალიან სწორ წამოწყებებს გვერდში დავუდგე და იგივეს მოგიწოდებთ, თქვენც, ჩვენს მოქალაქეებს, ვისაც გვაქვს შესაძლებლობა ორივე, აი ამ ძალიან სწორ წამოწყებას დავუჭიროთ მხარი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გვახსოვდეს ის, რომ ერთმანეთის გაძლიერებით, ერთმანეთის გვერდში დგომით ჩვენ თვითონაც ვძლიერდებით“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42