რა ელის ქვეყანის ეკონომიკას 2017-ში? - ,,თუ ასე გაგრძელდა ეკონომიკური ზრდა 3%-ის ფარგლებში იქნება“
პოლიტიკა - 18:17, 26 Dec, 2016     3568
როგორია 2017 წლის ექსპერტების ეკონომიკური პროგნოზი და რა ცვლილებებს შეიძლება ელოდოს მოსახლეობა მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მთავრობის პოლიტიკა და 2017 წლის ბიუჯეტი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.

,,ნიუპოსტი“ ეკონომიკის ექსპერტს გოჩა თუთბერიძეს ესაუბრა. ექსპერტი სამ გარემოებას ასახელებს, რაც მისი თქმით, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ საქართველოს მთავრობა ვერ შეძლებს 2017 წელს ეკონომიკური აღმავლობის კუთხით სერიოზულ ცვლილებებს მიაღწიოს.

,,პესიმისტური პრგოგნოზი მაქვს შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარ, პირველ რიგში, ეს ჩანს ბიუჯეტიდან, რომელიც 2017 წლისთვის დაამატკიცეს და საიდანაც სახარბიელო შედგებს არ უნდა ველოდეთ. მეორე არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ მუშაობს ეფექტურად უცხოელ ინვესტორებთან. ეს დასტურდება მიმდინარე წლის შედეგებითაც. რადგან ვერ ხდება ეფექტური მუშაობა ამ მიმართულებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ბუმი მომავალ წელს საქართველოში ჩვენ არ გვექნება.

მესამე - საინვესტიციო გარემოს კუთხით არაფერი იცვლება. ერთია როგორ მუშაობს მთავრობა ინვესტორებთან და მეორეა, როგორია საინვესტიციო გარემო. თუ აქ მდგომარეობა ნორმალურია, მაშინ ეს აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზეც, თუმცა წინსვლა არც აქ სჩანს“ - აცხადებს ექსპერტი და ეკონომიკურ ზრდას მთავრობისგან განსხვავებით 3%-ის ფარგლებში ვარაუდობს.

,,ეს გარემოებები მაძლევს იმის საფუძველს, რომ ეკონომიკური ზრდის კუთხით სერიოზულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ 2017 წელს და მთავრობის 4%-იანი პროგნოზი არის ძალიან ოპტიმისტური, ვფიქრობ, თუ ასე გაგრძელდება ეკონომიკური ზრდა 3%-ის ფარგლებში იქნება“ - ახადებს გოჩა თუთბერიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42