ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტისა და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ იმსჯელეს
პოლიტიკა - 16:18, 26 Dec, 2016     1857
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს კანონპროექტს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებლის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ბერძულის განცხადებით, მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტში ცვლილებები არ შესულა.

დღესვე, დეპუტატებმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები - „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“, „წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილეს.

მომხსენებლის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გოჩა ლორთქიფანიძის განმარტებით, კანონპროექტის მიზანი საქართველოს კანონმდებლობის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის მიერ მიღებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა. მისივე განმარტებით, ცვლილება დაცული ემბლემების გამოყენებისთვის შესაბამისი პასუხსისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, დაცული ემბლემების ჩამონათვალს წითელი კრისტალი ემატება.

რაც შეეხება კანონპროექტს „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“, ახალი რედაქციის მიხედვით, განისაზღვრება მისი კომპეტენცია, ფუნქციები და სტატუსი, ასევე, ზუსტდება მოხალისეობის ცნება და ფინანსური ურთიერთობები სახელმწიფოსთან.

„წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ის ზუსტად აყალიბებს განმასხვავებელ და დამცავ ნიშნებს.

„განმასხვავებელი ნიშნები ანუ ემბლემები კავშირზე მიუთითებენ. მაგალითად, როდესაც წითელი ჯვრის თანხმობით, სამედიცინო პერსონალს აქვს კავშირი წითელი ჯვრის მოძრაობასთან, ხოლო შეიარაღებული კონფლიქტების დროს იგივე ემბლემებს აქვს დამცავი ფუნქცია. დამცავი ფუნქცია იმითაა განსხვავებული, რომ შეიარაღებული კონფლიქტებისას, დამცავი ფუნქციების გამოყენება თავდაცვის სამინისტროს ნებართვით ხდება. რაც შეეხება განმასხვავებელ ნიშნებს, „საქართველოს წითელი ჯვრის“ თანხმობით, წითელი ჯვარი შეიძლება გამოიყენონ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებმა, ასევე სამედიცინო დაწესებულებებმა“, - აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ.

მომხსენებელმა უპასუხა კომიტეტის წევრებს შეკითხვებსაც.

„ნათელია, რა არის ამ კანონპროექტების მიღების მიზანი. საშური და აუცილებელი საქმეა, ემსახურება ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და გარდა ამისა, წინ წამოწევს ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის როლს, როგორიცაა „წითელი ჯვრის საზოგადოება“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ. კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა წარმოდგენილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42