საპარლამენტო უმრავლესობაში ახალი ფრაქციები იქმნება
პოლიტიკა - 13:24, 26 Dec, 2016     1844
საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში, სამი ახალი ფრაქცია რეგისტრირდება, ესენია: ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები“, ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“ და ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“.

სწორედ ახალი ფრაქციების დარეგისტრირების საკითხი განიხილა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე. ფრაქციები ექვს-ექვსი წევრისგან შედგება. მათი ფორმირება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული და პროპორციული სიით არჩეული და საერთო პოლიტიკური ინტერესებისა და შეხედულებების მქონე დეპუტატთა გაერთიანებით შეიქმნა.

ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორებში“ გაერთიანდნენ „კონსერვატიული პარტიის“ წევრები: ზვიად ძიძიგური, გიგა ბუკია, პაატა კვიჟინაძე, ნინო გოგუაძე ასევე „ქართული ოცნების“ ორი მაჟორიტარი დეპუტატი, რუსლან გაჯიევი და მუხრან ვახტანგაძე. ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორებს” გიგა ბუკია უხელმძღვანელებს.

„ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი იქნება. ფრაქციაში ერთიანდებიან სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები კობა ნარჩემაშვილი და ბექა ნაცვლიშვილი, ასევე მათ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარების რიგებიდან შეუერთდებიან სულხან მახათაძე, სავალან მირზოევი და რომან მუჩიაშვილი.

ფრაქციას „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ უხელმძღვანელებს კახაბერ ოქრიაშვილი. ფრაქციის წევრები არიან მაჟორიტარი დეპუტატები: გოგი მეშველიანი, ენზელ მკოიანი, გოდერძი ჩანქსელიანი, პაატა მხეიძე და გურამ მაჭარაშვილი.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად ფრაქციებმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინეს, რომელთა განხილვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ახალი ფრაქციების შექმნას.

საკითხი დღესვე ბიუროს სხდომაზე გავა განსახილველად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42