არასამთავრობოები მოსმენების კანონის უმოქმედობაზე საუბრობენ
პოლიტიკა - 12:27, 26 Dec, 2016     1287
პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. საქმე ეხება ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორი მზად არის ე.წ. მოსმენების შესახებ შემუშავებული მოდელი ახალ პარლამენტს გააცნოს.

ნაცვლიშვილის თქმით, მოდელი, რომელიც არასამთავრობოებმა შეიმუშავეს, იყო ე.წ. მოსმენების გასაღების დამოუკიდებელი სააგენტოს ხელში გატანა, რაც მეტი გარანტი იქნება, რომ ე.წ. გასაღების ფლობა არ გახდეს მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა.

„ერთ-ერთ მოდელი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა შევიმუშავეთ, ეს იყო საერთოდ გარეთ გატანა დამოუკიდებელი სააგენტოს ხელში გასაღების გადაცემა, რაც შეიძლება იყოს უფრო მეტი გარანტი იმისა, რომ გასაღების ფლობა არ გახდეს მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი სააგენტო, რა თქმა უნდა, მას ბმა ექნება პარლამენტთან. ის არ იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, ის იქნება დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელსაც გასაღების კონტროლის ფუნქცია მიენიჭება,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ აუცილებელია ე.წ. გასაღების გარეთ გატანა და დამოუკიდებელი მაკონტროლებელი უწყების შექმნა.

არსებული მექანიზმის უმოქმედობაზე საუბრობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორიც.

„ჩვენ ვართ საკმაოდ მკაცრი იმ პოზიციაზე, რომ მოდელი, რომელიც იყო აქამდე, არ მუშაობს. ჩვენ გვაქვს სერიოზული ხარვეზები და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გასაღები იქნას გამოტანილი და რაც მთავარია, შეიქმნას ცალკე სააგენტო, ცალკე სამსახური, რომელიც იქნება პარლამენტთან და რომელიც ზედამხედველობას გაუწევს მოსმენების საკითხს,“ - აცხადებს გიორგი კლდიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42