საკონსტიტუციო კომისიაში 4 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. როგორც კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განასცხადა, კომისიის მთავარი ამოცანა კონსტიტუციის დახვეწაა.
კობახიძემ სამუშაო ჯგუფე
ბი დაასახელა, ესენია: ადამიანის უფლებები და სასამართლო ხელისუფლება; პარლამენტი და ფინანსების კონტროლის გადახედვის სამუშაო ჯგუფი; პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხების სამუშაო ჯგუფი და ასევე ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამუშაო ჯგუფი.
მოესწრება თუ არა კომისიის დასრულება 4 თვეში, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თუკი ვერ მოხდება ხარისხიანი პროდუქტის დადება, მოხდება ვადების გახანგრძლივება.
რაც შეეხება პრეზიდენტის უარს კომისიის მუშაობაში ჩართვასან დაკავშირებით, კობახიძე იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილება გადაიხედება.
კობახიძემ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ არ არსებობს წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება არცერთ დებულებასთან დაკავშირებით, გარდა ერთსა, სადაც ჩამოყალიბებული მიდგომა არსებობს და ესაა საპარლამენტო მმართველობა. ,,ეს მიდგომა შევთავაზეთ კომისიის წევრებს. კარგი იქნება, თუ ამ მიდგომით იმუშავებენ. კომისიის მუშაობა ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. ერთადერთი საკითხი, რაზეც ჩამოყალიბებული პოზიცია გვაქვს, ეს არის ის, რომ საპარლამენტო მმართველობა არ შეიცვლება. ეს ფორმა არ შეიცვლება. დარჩება საპარლამენტო მმართველობა, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ დღევანდელი კომისიის სხდომაზე “, - განაცხადა კობახიძემ.
კომისია მუშაობას იანვრის შუა რიცხვებიდან განაახლებს.
მასალის გამოყენების პირობები






