გიორგი გახარია გუდაურში ახალი საბაგიროს გახსნის ღონისძიებას დაესწრო
პოლიტიკა - 19:01, 23 Dec, 2016     2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ გუდაურში ახალი, 2400 მეტრიანი საბაგირო გახსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრნენ.

საბაგიროს მშენებლობა“Black sea Group”-მა განახორციელა, კურორტზე კი დამონტაჟდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის, „Doppelmayr”-ის საბაგირო. ახალი საბაგიროს ღირებულება 20 მილიონი ლარია. ეს არის 2400 მეტრიანი, 6 კაციანი, ღია სავარძლის ტიპის საბაგირო და ორი საჩოჩიალო, როგორც ამას გეგმის პირველი ეტაპი ითვალისწინებდა.

საბაგიროს გახსნის ღონისძიებების ფარგლებში „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ სპეციალური ჯილდოები გადასაცა 17 პიროვნებას, რომლებმაც გასული საუკუნის 80-იან წლებში უდიდესი წვლილი შეიტანეს გუდაურის კურორტის შექმნაში.

როგორც ღონისძიებაზე ითქვა, 2016 წელს გუდაურის სამთო-სათხილამურო ინდუსტრიის განვითარებისა და საერთო პოტენციალის ზუსტი დადგენისთვის კანადურმა კომპანია „ეკოსაინმა“ შეიმუშავა გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.

ეს არის ფუნდამენტური დოკუმენტი კურორტის სწორი დაგეგმარებისა და განვითარების კუთხით. დოკუმენტი მოიცავს განვითარების ისეთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს, როგორებიცაა საბაგიროების, სათხილამურო ტრასების, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის, ავტოსადგომების, გასართობი, კვების ობიექტების, სანიაღვრე სისტემების დაგეგმარება და მოწყობა, ასევე, მოთხილამურეთა ნაკადების საჭირო აღჭურვილობის ეფექტიანი რაოდენობის განსაზღვრა და სხვა მნიშვნელოვან საკითხები.

კურორტის განვითარებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს შორის აღსანიშნავია 2016 წელს დაწყებული დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს ჩართულობით გუდაურსა და მის მიმდებარე სოფლებში სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და სამუშაოების დასრულების შემდეგ, კურორტის ისტორიაში პირველად, სასმელი წყლის საკმარისი დებეტი შეიქმნება.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის,“ სამთო გამყოლთა ასოციაციაციისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით საქართველოში პირველად დაარსდა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა, რომელიც საერთაშორისო დონის მთაში გამყოლ გიდებს მოამზადებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42