მიხეილ ჯანელიძემ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გამართა
პოლიტიკა - 19:00, 23 Dec, 2016     1296
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ციპი ხოტოველს შეხვდა, რომელიც სამდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფება.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და პარტნიორულ ურთიერთობებს. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების განხილვას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია საქართველო-ისრაელის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ფორმატი, რომლის მორიგი სხდომაც უახლოეს მომავალში შედგება.

ციპი ხოტოველის განცხადებით, ისრაელის მოქალაქეებისათვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულებაა. 2016 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში საქართველოში ისრაელიდან ტურისტების რაოდენობამ 100 000 შეადგინა, რაც 57%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაღრმავებას კულტურისა და განათლების სფეროში. ისრაელი მზად არის კვლავ გააგრძელოს საქმიანობა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთან ქართველი სპეციალისტებისათვის ისრაელის გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარება და გამოწვევები, რაც გავლენას ახდენს რეგიონისა და გლობალურ უსაფრთხოებაზე.

2017 წელს საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც იგეგმება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების გამართვა.

აღსანიშნავია, რომ ეს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში მან ასევე შეხვედრები გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42