„საქართველოზე პირდაპირ გავლენას არ ველოდები. მე ენერგო წყაროების საკითხზე უფრო ვღელავ, რისი გამოყენებითაც რუსეთმა, შესაძლოა, საქართველოს და აზერბაიჯანის იზოლირება სცადოს. თურქეთის დინების ნავთობსადენის მიზანია რუსული გაზის ევროპის კავშირში ჩატანა და აზერბაიჯანში ენერგო სფეროში ინვესტიციების შემცირება. ჩემი აზრით, ეს რუსეთის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად საქართველოს და აზერბაიჯანის რუსეთის უფრო მეტი გავლენის ქვეშ მოქცევას გულისხმობს.
არსებობს რისკები, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა ევროპის-კავშირთან მათი კავშირების დაკარგვა დაიწყონ. იმედი მაქვს ეს არ მოხდება. საქართველო თვითონ ირჩევს თავის მომავალს. მოსკოვი ბოლო არჩევნების შედეგების სათავისოდ გამოყენებას ცდილობს, მას ქართულ სისტემაში მოკავშირეები ჰყავს. ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხი დარჩება თავისი მისწრაფებების ერთგული და გააგრძელებს ტრანს-ატლანტიკურ საზოგადოებასთან დაახლოებას. ამის მჯერა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს ყოველთვის ექნება მცდელობები ეს ეროვნული კონსენსუსი შეარყიოს.“- განაცხადა ბრაიზამ.
მასალის გამოყენების პირობები






