საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის წევრები დაასახელლა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 73 წევრით არის წარმოდგენილი. კომისიის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარს აცხადებს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში ჩართვაზე:
"კომისიის წევრები არიან სხვადასხვა თანამდებობრივად სხვადასხვა საკონსტიტუციო ორგანოს წარმომადგენლები, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორი წარმომადგენელი, უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს მთავრობის სხვა კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები. ისინი არიან კომისიის წევრები. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმ სამწუხარო გარემოებას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ეტაპზე კომისიის მუშაობისგან თავს იკავებს, თუმცა ჩვენ დიდი იმედი გვაქვს სამუშაო პროცესში ისინი მოგვიანებით ჩაერთვებიან. გარდა ამისა კომისიაში ჩართულები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და ექსპერტები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






