მან ბრალდებებს "დისკრედიტაცია და კაბინეტებში დადგმული შოუ" უწოდა.
„ეს არის დისკრედიტაცია და ნაძირლობა. არავის გიცდიათ მოსულიყავით მეგობრულად და თბილისურად გაგერკვიათ რა ხდებოდა რეალურად,“- მიმართა კობახიძემ საკრებულოს წევრებს.
თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის მტკიცებით, 2014 წლიდან იურიდიულ კომისიას 5 თანამშრომლის მიმართ 32 000 ლარზე მეტი მოცულობის პრემია აქვს გაცემული.თედო კობახიძემ უარყო, რომ იურიდიული სამსახურის 5 თანამშრომელი რაიმე ზეწოლას განიცდიდნენ.
”არავითარი შეზღუდვა მათ მიმართ არ ყოფილა და ეს არის დისკრედიტაცია საკრებულოსი და ნაძირლობა ამ თანამშრომლების მხრიდან. მათ შეცდომაში შეიყვანეს დეპუტატები. თუმცა, საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს არ ჰქონიათ სურვილი სიტუაციაში გარკვეულიყვნენ”, - განაცხადა კობახიძემ.
თედო კობახიძის გამოსვლა საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია ”რესპუბლიკელების” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ და ტარიელ ჭინჭარაძემ, ასევე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა რამდენჯერმე გააწყვეტინეს.
ცნობისთვის, საკრებულოს იურიდიული კომისიის მთავარი სპეციალისტი, ანა ვარდოსანიძე ამბობს, რომ საკრებულოში არსებობენ ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, რომლებიც სამსახურში არ დადიან, თუმცა ხელფასებსა და პრემიებს იღებენ.
„არიან აქ ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, რომლებიც არ გვინახავს საერთოდ,“- აცხადებს ვარდოსანიძე.
ბრალდებებს თედო კობახიძე უარყოფს, თუმცა მისი სამდივნოს ყოფილმა უფროსმა, ქეთევან თურაზაშვილმა რუსთავი 2-ს დაუდასტურა, რომ ქართული ოცნების დეპუტატის მითითებით, საკრებულოს იურიდიულ კომისიაში ადამიანების ნაწილს ფიქტიურად ასაქმებენ.
კონფიდენციალურმა წყარომ რუსთავი 2-ს თედო კობახიძის შესახებ სკანდალური მასალების ასლები მიაწოდა, მათ შორისაა საკრებულოს იურიდიული კომისიის ხუთი თანამშრომლის მოხსენებითი ბარათი, სადაც ისინი წერენ, რომ კობახიძე მათ დევნის, დისკრიმინაციას ახდენს და სამსახურიდან წასვლას აიძულებს. ერთ-ერთი მათგანი ანა ვარდოსანიძეა.
მასალის გამოყენების პირობები






