წულუკიანის კანონპროექტი, რომელიც ქვეყანას ახალ შარში გახვევს
პოლიტიკა - 16:26, 23 Dec, 2016     13779
საქართველოს ხელისუფლება მალე ახალ სკანდალში გაეხვევა. ზოგადად, „ქართულ ოცნებას“ სკანდალები არ აკლია, მაგრამ ის, რის შესახებაც ინფორმაცია „ნიუპოსტს“ მოაწოდეს, შესაძლოა, საერთაშორისო აჟიოტაჟის საფუძველი გახდეს, რაც თავის მხრივ ვიზალიბერალიზაციაზეც იმოქმედებს.

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად, რომელზეც სპეციალურად შექმნილი კომისია იმუშავებს, „ოცნებას“ კიდევ ერთი რეფორმის გატარება მოუწევს და ეს რეფორმა ერთიანი გენინსპექციის შექმნას შეეხება.

„ერთიანი გენინსპექციის შექმნის ვალდებულება საქართველომ ევროსტრუქტურების წინაშე ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აიღო, თუმცა მოგეხსენებათ, მიშა მხოლოდ ვალდებულებებს იღებდა, მაგრამ ბოლომდე არც ერთი დაწყებული საქმე არ მიუყვანია. ასე მოხდა ერთიანი გენინსპექციის შექმნის შემთხვევაშიც. ამ, რბილად რომ ვთქვა, ხარვეზის გამოსწორებას თითქოს „ოცნება“, კერძოდ, იუსტიციის მინიტრი ცდილობს, მაგრამ ის, რის გაკეთებასაც, ჩემი ინფორმაციით, თეა წულუკიანი აპირებს, ქვეყანას ახალ შარში გახვევს, - უთხრა „ნიუპოსტს“ კონფიდენციალურმა რესპონდენტმა, რომელმაც ვინაობის გამხელა მხოლოდ იმიტომ არ ისურვა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზეა დასაქმებული, - ისე არ გამიგოთ, რომ მეშინია და ამიტომ გთხოვთ, რომ ჩემი გვარ-სახელი არ დაასახელოთ, მაგრამ მე სხვა შემოსავალი არ მაქვს. იანვრიდან კი, როგორც ამბობენ, ყველა სახელმწიფო უწყებაში დიდი წმენდა უნდა დაიწყოს. ისიც გავიგე, რომ სამსახურებიდან მხოლოდ მათ გაუშვებენ, ვინც „ოცნების“ „ნომრიანი“ მეხოტბე არ არის. მე, სიმართლე გითხრათ, არც „ოცნების“ ფანი ვარ და გუნდრუკს არც „ნაციონალებს“ ვუკმევდი, მაგრამ მაქვს ამბიცია, რომ ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ და თავის დროზე „ნაცებმაც“ ამიტომ ვერ გამიშვეს. სამსახური ახლა რომ დავკარგო, ოჯახი მშიერი დამრჩება, რადგან იმ ასაკში აღარ ვარ, რომ ან რამე ახალ პროფესიას დავეუფლო, ან სამუშაოდ უცხოეთში წავიდე. ამიტომ, მირჩევია, ინკოგნიტოდ დავრჩე, მაგრამ გაჩუმებაც არ შეიძლება,“ - ამბობს წყარო.

რაც შეეხება მოსალოდნელ სკანდალს, როგორც „ნიუპოსტმა“ გაარკვია, რამდენიმე წლის წინ, საქართველოს მთავრობამ ევროსტრუქტურების რეკომენდაცია გაითვალისწინა და, როგორც იტყვიან, პირობა დადო, რომ ერთიან გენერალურ ინსპექციას შექმნიდა, რომელიც პარლამეტის დაქვემდებარებაში იქნებოდა და რომელიც ყველა სახელმწიფო უწყებაში წვრილი, საშუალო თუ მსხვილი მოხელეების მიერ ჩადენილ ე.წ. „სამოხელეო დანაშაულეს“ არათუ გამოიძიებდა, არამედ, იმ მასალებს, რომელსაც მოიპოვებდა, სასამართლოს გადაუგზვანიდა.

ამ საქმის მცდონეთა თქმით, თითქმის ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს ანალოგიური სტრუქტურა და, შესაბამისად, იგივე ევროპაში სამოხელეო დანაშაული შეძლებისდაგვარად მინიმუმადეა დასული.

„ჩვენთან გენინსპექცია თითქმის ყველა უწყებაში არსებობს. ავიღოთ, მაგალითად, შს სამინისტრო. ზოგადად, ეს ყველაზე მეტად სენსიტური უწყებაა, რადგან უფრო დიდი შანსია, რომ ფორმიანმა ადამიანმა, თუნდაც ჯერ კიდევ შემორჩენილი კომუნისტური მენტალობიდან გამომდინარე, დანაშაული ჩაიდინოს ან, სულაც, სამსახურეობრივ უფლებამოსილებას გადაამეტოს. ამას, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჟურნალისტ და მსახიობ გიორგი გასვიანთან დაკავშირებული ინციდენტიც მოწმობს, რომელიც ახლახან მოხდა. როგორც თავიდან ითქვა, ჟურნალისტის ცემის ფაქტის შესწავლა შსს-ს გენინსპექციას დაევალა, მაგრამ დიდი ალბათობით, დანაშაულიც რომ დადგინდეს და მტკიცებულებებით გამყარდეს, ხომ იცით, საქართველოა და თანამშრომელი თანამშრომელს ხელს დააფარებს. იგივე ხდებოდა სააკაშვილის დროსაც. ამიტომ, აუცილებელია, რომ ამა თუ იმ საბიუჯეტო უწყებაში ჩადენილ დანაშაულს ან სამსახურეობრივ გადაცდომას ამავე უწყების გენინსპექცია კი არა, აბსოლუტურად დამოუკიდებელი უწყება სწავლობდეს, რომელიც ანგარიშვალდებული კონკრეტული უწყების პირველ პირთან კი არა, არამედ, თუნდაც პრემიერთან, ან პარლამენტთან იქნება. ისე, უკეთესია, ასეთი ორგანო პარლამენტს ექვემდებარებოდეს.

მოკლედ, როგორც გავიგე, 2017 წელს, ერთიანი გენერალური ინსპექცია მართლაც შეიქმნება და ამაზე კანონპროექტი, თუ არ ვცდები, წულუკიანის უწყებამ მოამზადა, მაგრამ როგორც ამიხსნეს, კანონპროექტის მიხედვით, ახალ უწყებას გამოძიების კი არა, მარტო მოკვლევის უფლება ექნება, ანუ მაგალითად, თუ პოლიციელი დანაშაულს ჩაიდენს, ყველაფერ ამას ერთიანი გენინსპექცია შეისწავლის და შსს-ს რეკომენდაციას მისცემს, შენმა მავანმა და მავანმა თანამშრომელმა რაღაც დააშავა და ყურადღება მიაქციეო. ეჭვი არ მეპარება, რომ პარლამენტი, სადაც „ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, ამ კანონპროექტს კანონის სახეს მისცემს და დეპუტატებიც კენჭსყრაში მონაწილეობას ისე მიიღებენ, რომ უმეტესობა აზრზეც ვერ მოვა, კენჭი რას უყარა, მაგრამ მთელი უბედურება სწორედ ის არის, რომ ერთიანი გენინსპექციას რეკომენდაციის უფლება ექნება და არა - უფრო მკაცრი ზომების მიღების,“ - ეუბნება „ნიუპოსტს“ წყარო, რომელიც ამ საკითხს წლებია, სწავლობს და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, დარწმუნებულია, რომ თუ მოხელეებში დაუსჯელობის სინდრომი არ აღმოიფხვრება, ამ ქვეყნის დემოკრატიულობასა და წინსვლაზე ლაპარაკი ფასადად დარჩება.

„ლარის გაუფასურებისა და სხვა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე, მესმის, რომ მოსახლეობისთვის ის საკითხი, რომელზეც ახლა მე ვლაპარაკობ, შეიძლება, საინტერესო სულაც არ იყოს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ ადამიანებს, რომლებიც თანამდებობებზე მოხვდებიან, ცა ქუდად აღარ მიაჩნიათ და დედამიწა - ქალამნად, ანუ მათ იციან, რომ უფლებამოსილებას თუ გადაამტებენ, ბევრი-ბევრი, საყვედური გამოუცხადონ. სამაგალითოდ მხოლოდ წვრილ ჩინოვნიკებს სჯიან. ყოველ შემთხვევაში, არ მახსენდება, რომ რომელიმე დიდი თანამდებობის პირი, ვთქვათ, მინისტრი თუ არა, მინისტრის მოადგილე მაინც, მინიმუმ, გადაცდომაში ვინმეს ემხილებინოს. ისეთი ერთიანი გენინსპექციის პირობებში კი, რომელსაც მხოლოდ რეკომენდაციის კი არა, არამედ, ვთქვათ, მასალების სასამართლოსთვის გადაგზავნის უფლება ექნება, დარწმუნებული ვარ, ჩინოვნიკების მენტალიტეტი შეიცვლება. ბოლოს და ბოლოს, ხომ გაგიგიათ, შიში შეიქმს სიყვარულსაო.

ყველაფერი ეს იუსტიციის მინისტრმა, წესით, კარგად უნდა იცოდეს, რადგან სხვა თუ არაფერი, ევროსასამართლოში მუშაობის გამოცდილება აქვს და ევროპულ სახელმწიფო აპარატსაც კარგად იცნობს, მაგრამ ვერ ვხვდები, ერთიანი გენინსპექციის „გალაითებას“ რატომ ცდილობს? ისე გამოდის, რომ დასავლეთს თვალს ვუხვევთ, აი, შენს წინაშე აღებულ ვალდებულებას ვასრულებთო, მაგრამ ასე საყველპუროდ შესრულებულ ვალდებულებას, ჯობია, საერთოდ არ შევასრულოთ,“ - აღნიშნავს „ნიუპოსტის“ რესპონდენტი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამ თემას დიდი ხმაური მოჰყვება.

ზოგადად, უკვე იკვეთება კონტურები, რომ 2017 წელი პოლიტიკაში ხმაურიანი იქნება. ახალი წლის ერთ-ერთი პირველი სკანდალად კი, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო კომისია, უფრო ზუსტად, მის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებები იქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი თვლის, ოპოზიცია სუსტიაო, „ნიუპოსტმა“ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასავლეთი საქართველოში ახალ დასაყრდენს ქმნის, რომელსაც მოძრაობის სახე ექნება. შესაბამისად, თუ ისე მოხდა, რომ საკონსტიტუციო კომისია კონსტიტუციას „ოცნების“ თარგზე გამოჭრის და მაგალითად, გადაწყვეტს, რომ პრეზიდენტი ხალხმა კი არა, პარლამენტმა უნდა აირჩიოს, სწორედ ის მოძრაობა, რომელიც საქართველოში დასავლეთის ახალი დასაყრდენი იქნება, ქვეყნის მთავარი კანონის პიროვნებებზე მორგებას არ შეეგუება და ამ კუთხით საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მოძრაობა ყურადღების მიღმა არც ერთიანი გენინსპექციების თემას დატოვებს.

ირაკლი ბიძინაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42