მორიგი დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - ინტერვიუ ნინო კალანდაძესთან
პოლიტიკა - 16:49, 23 Dec, 2016     7093

მორიგი დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - ენმ-ში მიმდინარე მოვლენებს პარტიის წევრი გივი თარგამაძე 90-იან წლებში შექმნილ ГКЧП -ს ადარებს.
დეპუტატის თქმით, ყრილობის საორგანიზაციო კომისია თავის უფლებამოსილებას აჭარბებს და პოლიტსაბჭოს მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს.

თარგამაძის შეფასებით ამ კომისიის ქმედება არის ერთგვარი პარტიაში გადატრიალების მცდელობა.
აღნიშნულ განცხადებას გივი თარგამაძე ფეისბუკზე ავრცელებს და თან ფოტოკოლაჟსაც ურთავს, რომელზეც ГКЧП და ნაციონალური მოძრაობის ყრილობის საორგანიზაციო კომისიაა ასახული.
თარგამაძე ინგირში სააკაშვილთან სკაიპ კონფერენციის დროს განვითარებულ მოვლენებზეც საუბრობს:
"პარტიის ლიდერშიპის ნაწილი ყოფილ თანამებრძოლებად მოიხსენია, უკვე სრულიად დაუფარავად დასდო ბრალი ივანიშვილთან გარიგებაში, განსხვავებული აზრის გამო თანაპარტიელი ქალბატონი პირდაპირ გადათელა... ჰქონდა დიდგორის იდეა. ჩაუვარდა... და შეუცვლელი ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი იქამდე მივიდა, რომ მის წარმოდგენაში ეგზისტენციალური დიდგორი 20 იანვარს, სპორტის სასახლეში, საკუთარ, თუნდაც ყოფილ, თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება“, - წერს გივი თარგამაძე.
პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე "ნიუპოსტი" ნინო კალანდაძეს ესაუბრა, რომელიც პარტიაში არსებულ დაპირისპირებას არ უარყოფს.
- დაპირისპირების მორიგი ტალღა ნაციონალურ მოძრაობაში - გივი თარგამაძემ სამდივნოს სხდომის დეტალებზე საუბრისას, აღნიშნა, რომ "მივიღეთ ერთგვარი ГКЧП- პარტიაში გადატრიალების მცდელობა", დავით დარჩიაშვილის თქმით, კი პარტიაში არსებულმა სიტუაციამ კლასიკური ნაწარმოები გაახსენა, "ტარას ბულბა გახსოვთ? я тебя породил, я тебя и убью. დამაინტრიგებლად იკვეთება უკრაინული ლიტერატურული სახე და ენმ-ში მიმდინარე პროცესები. ენმ ამთავრებს არსებობას"- რა ხდება ენმ-ში და რამ გამოიწვია პარტიის წევრთა ერთი ნაწილის გაღიზიანება?

- ამ განცხადებების შეფასება ასე ცალმხრივად გამიჭირდება. პრინციპში არც მინდა დეტალებში შევიდე.
გუშინ გაიმართა სამდივნო, რომელსაც კიდევ ერთხელ, ოფიციალურად წარედგინა ყრილობის მოსამზადებელი საორგანიზაციო კომიტეტი და რომელიც ყრილობისთვის მზადებას იწყებს. როგორც თქვენთვის ცნობილია 30 ნოემბერს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა საბჭომ დაამტკიცა ყრილობის მოსამზადებელი წესი და ამ წესის მიხედვით ყრილობის მომზადებისა და ორგანიზებით უნდა დაკავდეს სწორედ საორგანიზაციო კომიტეტი. ამ კომიტეტს განსაზღვრავს პოლიტსაბჭოს წარმომადგენლობა. ანუ პოლიტსაბჭოს ყოველ 5 წევრს უფლება აქვს ინდივიდუალური წევრი დაასახელოს საორგანიზაციო კომიტეტის წევრად. შესაბამისად, პოლიტსაბჭოს 5 წევრიან ჯგუფს ყავს თავისი ერთი წარმომადგენელი ამ საორგანიზაციო კომიტეტში და პოლიტსაბჭოს 30 წევრის მიერ დასახელებული იქნა 6 კანდიდატი, რომელიც საორგანიზაციო კომიტეტში უნდა გაწევრიანდეს. ცხადია, რომ დამატებით პოლიტსაბჭოს სხვა 5 კაციან ჯგუფებსაც ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი კანდიდატები დაასახელონ კომიტეტში. საბოლოოდ ეს საორგანიზაციო კომიტეტი დამტკიცებული წესის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებებს ყრილობის თემასთან დაკავშირებით.

მეორე ჯგუფის მოსაზრება, რომელიც სამდივნოზე გაჟღერდა იყო, რომ საორგანიზაციო კომიტეტი პოლიტსაბჭომ უნდა დაამტკიცოს. 30-ში კი ამ საკითხზე ძალიან კონკრეტული ჩანაწერი გაკეთდა, რომ პოლიტსაბჭო არ ამტკიცებს საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობას. პოლიტსაბჭოს 5 კაციან ჯგუფს აქვს ინდივიდუალური თითო წევრის დასახელების უფლება. ეს გაკეთდა იმიტომ რომ პროცესი იყოს ძალიან დემოკრატიული და გამჭვირვალე და არც ერთ ჯგუფს, მით უმეტეს, როცა ასეთი დაძაბული სიტუაციაა არ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომელიმე წევრი პოლიტსაბჭოს გზით დაბლოკოს. ამ საკითხთან დაკავშირებით მეორე ჯგუფის წინადადება ნაკლებად დემოკრატიული იყო. მათი წინადადებით, ყრილობის მთელი მოსამზადებელი სამუშაოები ევალებოდა სამდიოვნოს და პოლიტსაბჭოს წევრებს შესაძლებლობა არ ექნებოდათ პროცესში მიეღოთ მონაწილეობა და ყველა გადაწყვეტილებას სამდივნო მიიღებდა. ჩვენ კი მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადაწყვეტილებებში მონაწილეობას პოლიტსაბჭოს ფართო სპექტრი მიიღებს მონაწილეობას. 6 კაციანი ჯგუფი უკვე ოფიციალურად ითვლება საორგანიზაციო კომიტეტად და ის მიიღებს საორგანიზაციო გადაწყვეტილებას, როგორ და რა ფორმით წარიმართოს ყრილობა. ყრილობა არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმურობის მქონე ორგანო და 7 000 დელეგატი მიიღებს გადაწყვეტილებას და ყველა ბუნდოვან კითხვას გაეცემა პასუხი, რაც შეიძლება პარტიის შიგნით არსებობდეს.

- თარგამაძის თქმით ყრილობის საორგანიზაციო კომისია თავის უფლებამოსილებას აჭარბებს და პოლიტსაბჭოს მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს, როგორ განვითარდება პროცესები და ემუქრება თუ არა ყრილობის გამართვას საფრთხე?

- მიუხედავად პოლიტსაბჭოს რამდენიმე წევრს განსხვავებული აზრისა 20 იანვარს ჩანიშნულ ყრილობას საფრთხე არავითარ შემთხვევაში არ დაემუქრება. 30 ნოემბერს პოლიტიკური საბჭოს უმრავლესობამ მიიღო მკაფიო გადაწყვეტილება, რომ 20 იანვარს ჩატარდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ყრილობა და ამ წესის მიხედვითვე განისაზღვრა თუ როგორ უნდა დამტკიცდეს საორგანიზაციო კომისია, რომელიც ყრილობის მოწვევას ორგანიზებას გაუწევს. ამით თუ რამდენიმე წევრი უკმაყოფილოა, ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ არის, მაგრამ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება. ყველა დამატებითი კითხვის ნიშანი, რომელიც შეიძლება არსებობდეს იქნება მიღებული ყრილობაზე 7 000 დელეგატის მიერ.

- ГКЧП და გადატრიალება - ასე მძიმედ არის მდგომარეობა პარტიაში?

- სიტუაცია მძიმე არის თუ არა, ამის შეფასება მიჭირს. მაგრამ ნაციონალურ მოძრაობაში მკვეთრი აზრთა სხვადასხვაობაა. არსებობს მცირერიცხოვანთა ჯგუფი, რომელიც თანხვედრაში არ მოდის უმრავლესობის მოსაზრებასთან. შესაბამისად, ეს პროცესი თავისთავად არის მტკივნეული.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42