"სააკაშვილი მის მიერვე დაფუძნებულ პარტიას უთხრის ძირს"- ოთო კახიძე
პოლიტიკა - 13:57, 23 Dec, 2016     6639

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ოთო კახიძე პარტიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, ოთო კახიძის თქმით სააკაშვილი ახალაიების ფლანგს “ყოფილ თანამებრძოლთა” პარტიიდან განკვეთის მიზნით იყენებს და ამით თავისივე დაფუძნებულ პარტიას უთხრის ძირს:


"ჩემი მეგობრები მეკითხებიან-ხოლმე - რატომ აქტიურობ ამ პარტიულ ამბებში, იყავი შენთვის, შეინარჩუნე ნეიტრალიტეტი. არც მწვადი დაწვა და არც შამფური, მათ აზრსაც პატივს ვცემ, ყველას თავისი სტილი აქვს მოქმედებისა და პოზიციონირების.

მე არ მაქვს პერსონალური "დღის წესრიგი", ვწერ და ვაფიქსირებ იმ არგუმენტებს, რომელიც მიმაჩნია სწორად და მიზანშეწონილად.

მართალია, ამის გამო რადიკალებმა სამიზნედ ამირჩიეს, მაგრამ უნდა გავაწბილო ისინი - უსაგნო და ინტელექტისგან დაცლილი ლანძღვა-გინებისადმი სრულიად გულგრილი ვარ, ხოლო ცივილური დისკუსიისთვის კი ყოველთვის გახსნილი, ამიტომ ამაოდ შვრებიან.

ახლა კი სათქმელზე რომ გადავიდე:

1. პარტიის შიგნით მიმდინარე დაპირისპირებაში ახალაიების ფლანგსა და ბაქრაძე-ბოკერიას ფლანგს შორის, სამწუხაროდ, მიშამ პირველ ჯგუფზე გააკეთა ფსონი. ეს ჯგუფი ელექტორალურად უპერსპექტივოა და უსიტყვო მორჩილებისა და მიშას “უპირობო ლიდერად” აღიარების ფონზე იყენებენ მის ავტორიტეტს, ხოლო მიშა, თავის მხრივ, მათ იყენებს “ყოფილ თანამებრძოლთა” პარტიიდან განკვეთის მიზნით.

2. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია და იგი არავის უჭირავს, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ არის ასეთი პრინციპული მიშასთვის ამ პოსტის “შენახვა”. განა მისი ლიდერობა ცარიელ სკამზეა მიბმული? როგორ შეიძლება პოსტიდან გადააყენო ის, ვისაც ეს პოსტი არ უკავია?

3. პარტიული დაპირისპირება მიშამ წამოიწყო პარლამენტში შესვლისა და მეორე ტურების ბოიკოტის იდეით, რასაც უჭერდა მხარს ახალაიების ფლანგი. შემდგომ ეს კიდევ უფრო გამწვავდა და უკვე მძიმე ფორმა მიიღო. არადა, მიშას მარტივად შეეძლო ეს დაპირისპირება დაესრულებინა, თუკი შეწყვეტდა ივანიშვილთან გარიგებაში თანამებრძოლების დადანაშაულებას და მათ მოხსენიებას “ყოფილ თანამებრძოლებად”, ახირებულ ბლანჟეიანებად და პეროიანებად. თავად შეეძლო დაესახელებინა თავმჯდომარის კანდიდატურა, რითაც გაიზრდებოდა ყრილობის პოლიტიკური ლეგიტიმაცია, იქნებოდნენ სხვა კანდიდატებიც, ჩატარდებოდა კენჭისყრა და პარტია გადადგამდა მორიგ ნაბიჯს წინ, დემოკრატიული განვითარებისკენ.

4. ელექტორალურად სააკაშვილი არის სერიოზული კაპიტალი, ვინაიდან მის სახელს უკავშირდება ქვეყნის წინსვლა, ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ იგი ტვირთიცაა, ვინაიდან მისი მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებზეც აქვს პასუხისმგებლობა. მისგან დისტანცირების თემა არავის წამოუწევია, გარდა ახალაიების ფლანგისა, რაც, სამწუხაროდ, შემდგომ თავადაც დაადასტურა და საკითხი ასე დასვა - თუკი ცარიელი სკამი ვინმემ დაიკავა, ეს ჩემგან დისტანცირებაა.

5. სააკაშვილის გაწევა არავის ამოცანა არ არის, ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგაც სააკაშვილი დარჩება პარტიის ლიდერად, ხოლო თავმჯდომარის აურჩევლად იგი მაინც ვერ იქნება ფორმალური თანამდებობის პირი და კვლავ ლიდერის სტატუსს უნდა დასჯერდეს.

6. სააკაშვილი ნამდვილად არის ემოციური მუხტის მატარებელი პოლიტიკოსი, ოღონდ უკრაინიდან შექმნილი მუხტი ვერ უქმნის ივანიშვილს პრობლემას. საქართველოში რომ იყოს, მას შეეძლებოდა სიტუაციის გამწვავება და ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნა, მაგრამ იგი უკრაინული ოპოზიციის ლიდერია და იქ გეგმავს პოლიტიკურ საქმიანობას, უბრალოდ, არც აქაურობა “ეთმობა” და თანამებრძოლებზე ეჭვიანობის ნიადაგზე მის მიერვე დაფუძნებულ პარტიას უთხრის ძირს.

7. და კიდევ ერთი საკითხი - ის ადამიანები, ვინც თვლიან, რომ პარტიის ლიდერები არიან გაყიდულები და ეფესბეს აგენტები - არ არიან ამ პარტიის მხარდამჭერები. ან მაშინ გაყიდულების და აგენტების მხარდამჭერები ყოფილან. განსხვავებული პოზიცია და პოლიტიკური სტრატეგია ერთია, ცილისწამება და ასავალ-დასავალის მეთოდებით მოქმედება - მეორე."- წერს ოთო კახიძე ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42