4 თბო და რამდენიმე ჰიდრო ელექტრო სადგურის შემდეგ დღეს სემეკი განიხილავს კიდევ 10 ჰიდრო სადგურის განაცხადს გაძვირების შესახებ. სხდომის დაწყებამდე სემეკის წევრმა გოჩა შონიამ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა:
„კომისია იხილავს ამას წინასწარ, გადის ტარიფების დეპარტამენტთან ერთად თითოეულ ხარჯს, თუმცა არის კომპანიის მხარეც, რომელსაც აქვს თავისი მოსაზრებები კონკრეტულ ხარჯებთან მიმართებაში. შესაბამისად, კომისია შეაჯერებს როგორც დეპარტამენტის, ასევე კომპანიის წარმომადგენლების მოსაზრებებს და აქედან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას.
ეს მიღებული გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს სამომხმარებლო ტარიფის ფორმირებაზე. მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მოხდება გაანალიზება შესყიდვის კომპონენტის და ასე გამოვა ორშაბათის სხდომაზე,“ - განაცხადა გოჩა შონიამ.
მასალის გამოყენების პირობები






