გურჯაანში პრობაციის ახალი ოფისი გაიხსნა
პოლიტიკა - 11:48, 23 Dec, 2016     1323
გურჯაანში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართვლობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა. ოფისის გახსნას პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა გრიგოლია, მისი მოადგილეები და კახეთის პრობაციის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ოფისში ფუნქციონირებს ინდივიდუალური გასაუბრებისა და ჯგუფური თერაპიის ოთახები და ასევე, ოფიცერთა, სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგის კაბინეტები. ახალ ოფისში კომფორტული გარემოა შექმნილი სხვადასხვა სერვისის მისაღებად.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზაზა გრიგოლიას განცხადებით პრობაციის ეროვნული სააგენტო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ინფრასტრუქტურის განვითარებას.

„გურჯაანის რაიონალურ ოფისში ყველა პირობაა შექმნილი მსჯავრდებულთა მისაღებად და სარეაბილიტაციო პროგრამების განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს მომავალში მათ რეაბილიტაცია/რესოციალიზაციას. ახალი ოფისი ასევე უზრუნველყოფს პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინაშე არსებული ამოცანების შესრულებას“ - განაცხადა ზაზა გრიგოლიამ.

კახეთის პრობაციის ბიუროს უფროსის გიორგი ყარაულაშვილის განცხადებით გურჯაანის ოფისში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის რომ ფსიქოლოგს, სოციალურ მუშაკს და ასევე პრობაციის ოფიცერს ჰქონდეთ საშუალება ინდივიდუალურად გაესაუბრონ პრობაციონერს და ხელი შეუწყონ მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.

კახეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე 1559 პირობითი მსჯავრდებული იმყოფება, მათ შორის გურჯაანის ოფისში - 274. ბიუროში 4 თანამშრომელია დასაქმებული.

პრობაციის ბიუროს ახალი ოფისის გახსნა უახლოეს მომავალში გურიაშიც იგეგმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42