საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სამუშაო ვიზიტით ინდოეთის რესპუბლიკაში იმყოფება
პოლიტიკა - 11:46, 23 Dec, 2016     986
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ინდოეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც შეხვედრები გაიმართა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან სუჯატა მეჰტასთან და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრთან შრი აშოკ გაჯაპატისთან.

ინდოეთის რესპუბლიკაში გამართული ოფიციალური შეხვედრებისას განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივად იმუშაონ 2017 წელს, საქართველოსა და ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებზე. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ინდოეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკის, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

სამოქალაქო ავიაციის მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები ტურიზმის, ტრანსპორტისა და კინო-ინდუსტრიის სფეროებში. მხარეები მიესალმნენ სამოქალაქო ავიაციის სფეროში განზრახვათა მემორანდუმის გაფორმებას, ასევე კმაყოფილება გამოითქვა 2017 წელს ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს დელეგაციის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ინდოეთს შორის ავიაციის სფეროში შემდგომ თანამშრომლობას.

ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე ეწვია ტექნოლოგიური მომსახურების უმსხვილეს ცენტრს „VFS Global“-ს. კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში განათლების მიღების მსურველი ინდოეთის მოქალაქეებისათვის სწრაფი და ეფექტური სავიზო მომსახურების უზრუნველყოფის საკითხები. საქართველოს დელეგაცია ადგილზე გაეცნო ცენტრის მუშაობის სპეციფიკას. აღსანიშნავია, რომ „VFS Global“სავიზო/საპასპორტო ტიპის მომსახურებას უწევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებსა და დიპლომატიურ მისიებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42