,,ბოლოს და ბოლოს მელუა ერთადერთი ქართველი მომღერალია, რომელიც არავის აჩეჩებს თავის პერსონას”
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ხელოვანი პაატა ქურდაძე, როგორც ჩანს ისევე როგორც სხვა ძალიან ბევრი ქართველი, ქეთი მელუას შესახებ აგორებულმა კრიტიკამ გააღიზიანა. პაატამ ამ კრიტიკის მიმართ თავისი დამოკიდებულება ფბ.გვერდზე განათავსა და ქვემოთ მოცემული პოსტით გამოხატა.
ბევრად უფრო მკაცრნი იყვნენ სხვა შემფასებლები. რომლებმაც ერთ-ერთი კრიტიკული წერილის ავტორი დავით ბუხრიკიძე, ჯერ გინებით შეამკეს, ხოლო შემდეგ კი ღრძო, ბოღმიან, ბოროტ და ცინიკოს .„ვაი კრიტიკოსად“ მონათლეს.
პაატა ქურდაძე: ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ჩემი მთავარი კოშმარი იყო - მასწავლებელს არ გამოვეძახე დაფასთან და რამე ისეთი არ ეკითხა რაც არ ვიცოდი. რადგან არც თუ კარგი და ბეჯითი მოსწავლე ვიყავი და ხშირად არ ვიცოდი ის რაც მასწავლებელს შეზლო ეკითხა ამ უბადრუკი საბჭოთა სასწავლო პროგრამიდან, ამიტომ დაფასტან იდიოტივით დგომის შიშის გამო სკოლასაც ხშირად ვაცდენდი, რაც სულაც არ იყო კარგი, მაგრამ ვერ ვერეოდი საკუთარ თავს.
დღესაც, თბილისში ყოფნისას, როდესაც სხვადასხვა არხებიდან მირეკავენ და მიწვევენ ხოლმე გადაცემებში, ძალიან იშვიატად ვთანხმდები -იგივე მიზეზით - სულ მგონია, რაღაც ისეთს მკითხავენ რაზეც წარმოდგენა არა მაქვს და შტერივით პირდარებული დავრჩები "ტელე დაფასთან" ირონიული მაყურებლის თვალწინ... კიდევ უფრო იშვიათად ვთანხმდები ბეჭდვით მედიას.
მაშინ , ბავშვობაში სულ მშურდა ყოჩაღი და მატრაკვეცა თანაკლასელების, ნებისმიერ კითხვაზე ღრმად რომ ჩაისუნთქებდნენ, ნიკაპს ოდნავმარცხნივ და ზემოთ გაიშვერდნენ და რომ აქაქანდებოდნენ ხოლმე...ასეთები ყველა კლასში იყვნენ, გემახსოვრებათ...რაღაცნაირი გაპრიალებულები...მერე ისინი გაიზარდნენ, ახლა ტელევიზიებში სხედან და იქ ქაქანებენ გაუთავებლად...ან ერთი ორი აგონიაში მყოფი ჟურნალის ფურცლებიდან.. ქაქანებენ ყოველგვარი კომპლექსების გარეშე, რაც უფრო ნაკლები წარმოდგენა აქვთ მოცემულ საკითხზე, მით უფრო სიამოვნებით ქაქანებენ... პირდაპირ ახრამუნებენ სიტყვებს, ულვაშებს ილოკავენ კატებივით და კრუსუნებენ სიამოვნებისგან! ... ადრე სკოლაში ასე თუ ისე მესმოდა ასეთი ხალხის - კარგი ნიშნები ჰქონდათ და სახლში არ ეჩხუბებოდნენ..აი ამ ტელე და ბეჭდვითი -სულელების მართლა ვერაფერი გავიგე... ვერაფრით ჩავწვდი ამ იდიოტური სევდიანი ეგზიბისიონიზმისგან სიამოვნების მიღების დაუოკებელ ლტოლვის საიდუმლოს .. ალბათ ვერც ვერასდროს ვერ მივხვდები. არა უშავს.. არა და მეორეს მხრივ რა ქნან ტელევიზიებმა - ხომ უნდა იარსებონ? საქართველოში უცხოეთიდან სემოსულმა ტექნიკურმა პროგრესმა საგრზნობლად გაუსწრო ადამიანების განათლებისა და კულტურის დონეს, პრინციპში ფეისბუქი ამის საუკეთესო დასტურია : ცუკენბერგმა დაგვღუპა. ფეისბუქამდე ჩვენ ყველას უკეთესი წარმოდგენა გვქონდა საკუთარ თავზე და ერთმანეთზე, მაგრამ ეს სხვა თემაა
ეს ამბები ქეთი მელუას შესახებ ატეხილმა რაღაც "უკბილო" დისკუსიებმა გამახსენა დღეს დილით.
საერთოდ ამ გოგოს ყოველ ხსენებაზე ლამის ჯანის ჯოპლინი რომ გაგახსენდება, ხომ ჯობია საერთოდ ხმას არ იღებდე პოპ კულტურაზე, რომელიც ჯაზით და ვაგნერით გაწამებულ ქართველ "მოინტელექტუალო" პუბლიკას ფილიპ კირკოროვი და დიმა ბილანი გონია... მაგრამ ეს დაუოკებელი ლტოლვა ილაყბო ყველაფერზე რაზეც წარმოდგენა არა გაქვს, ყველაფერზე, ყველაფერზე ძლიერია!.
ქეთი მელუას კონცერტზე სხვათაშორის ერთხელ ვარ სულ ნამყოფი რამდენიმე წლის წინ პარიზში "კონგრესების სასახლის" - როგორც საქართველოში უყვართ თქმა პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში, . კონცერტზე ჩემს შვილებთნ ერტად ვიყავი - ამხელა დარბაზში ნემსის ჩასაგდები ადგილი არ იყო. ჩვენ დაპატიჟებულები ვიყავით თორემ ბილეთები კარგა ხნის გაყიდული იყო. ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ და არა დედოფლის თანატოლი ბებრუცანები... ის პუბლიკა რომელიც მე იმ დარბაზში ვნახე 100 + ევროს ბილეთში ტყუილად არ იხდის და როგორღაც არც ქართველ პუბლიკაზე ნაკლები გემოვნება აქვს. რა გითხრათ, მელუა არ არიის ის მომღერალი, რომელსაც მე ვუსმენ, მაგრამ ასეთი მუსიკოსები, მათ შორის ქარტველბი - რომლებსაც მე არ ვუსმენ უამრავია, ქეთი მელუას ხმის მჭექარებაზე ლაპარაკი ჩემთვის ამ ცხვირაწეული ქართველი ბრჭყვიალა პაპსავიკებისთვის კოჭის გაგორებაა, რომლებზეც არასდროს ერთი სიტყვა არავის დაუწერია . ბოლოს და ბოლოს მელუა ერთად ერთი ქართველი მომღერალია, რომელმაც თავმდაბლობის ფასი იცის... არასდროს არავის არ აჩეჩებს თავის პერსონას, არავითარი ილუზიები არ აწუხებს საკუთარი პერსონის მიმართ ... და მაინცა დამაინც მას უნდა შეახსენონ გამუდმებით რომ ის წარმოშობით ქუთაისელია და ქართულში "სამარცხვინო" აქცენტი აქვს ... მხოლოდ თავად შემხსენებლებისგან განსხვავებით მელუას სულ არ ესირცხვილება თავისი წარმომავლობა, არაფერს არ მალავს... არც არაფრის ამტკიცებს. უბრალოდ მღერის რაც უნდა და როგორც უნდა. ძალიან ბევრს მოსწონს, ბევრს არა.მერე რა - როგორ შეიძლება ყველას მოსწონდე.. მაგრამ როდესაც კრიტიკა კრიტიკის ობიექტზე საცოდავად გამოიყურება, ამ კრიტიკაზე სიცილის უფლებაც გვაქვს, ასე არ არის? აი ამიტომაც მეცინება ხოლმე ხანდახან ამ ქართულ საცოდავ აგრესიულ მეინსტრიმზე...რომლის მამოძრავებელი როგორც ზემოთ აღვნიშნე "უეზდნი გოროდის" აგრესიული პროვინციული სნობიზმია.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა