საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღევანდელი გადმოსახედიდან სამომხმარებლო ელექტროენერგიაზე ტარიფის მატება არ მოხდება:
„არასერიოზული განცხადებები ისმის ეგრეთ წოდებული ექსპერტების მხრიდან, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან, პარლამენტში ტარიფებთან დაკავშირებით, თითქოს გრაფიკით მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება, ტარიფები გაძვირდება. დღევანდელი გადმოსახედიდან, ელექტროენერგიაზე ტარიფების მატება არ იქნება, ეს განცხადება მოვისმინეთ, გუშინ განიხილეს თბოსადგურების ტარიფები, გარკვეული მიმართულებით მოხდა მატება თბოსადგურების ტარიფებზე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვეულებრივი მოქალაქე ელექტროენერგიაზე გადაიხდის გაძვირებულ გადასახადებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






