,,კომერციული ბანკების მიერ უნდა მოხდეს ლარის დარეზერვება“ - ექსპერტი ლარიზაციის გეგმაზე საუბრობს
პოლიტიკა - 13:10, 22 Dec, 2016     3959
“ლარიზაცია დედოლარიზაციის გეგმასთან დაკავშირებით, საქართველოს გაეწია საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, აუცილებელია მოხდეს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ განაცხადა.

ეკონომისტი თვლის, რომ რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, ლარიზაციის გეგმა წარმატებით განხორციელდება. მიხეილ დუნდუა აქცენტს კომერციული ბანკების მხრიდან ლარის დარეზერვებაზე აკეთებს.

„დედოლარიზაციის გეგმასთან დაკავშირებით, მთავრობას და ეროვნულ ბანკს გაეწია რეკომენდაცია სავალუტო ფონდის მიერ, ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლის, ასევე, გერმანიის განვითარების ბანკის მიერ და უნდა აღინიშნოს, რომ სავალუტო ფონდმა შექნა სპეციალური, დამატებითი გეგმა, რომლის მიხედვითაც იკვლევენ ამიერკავკასიაში და ცენტრალურ აზიაში დედოლარიზაციის მიმდინარე პროცესს.

ამ რეკომენდაციებიდან უნდა მოხდეს ყველა კომპონენტის გათვალისწინება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლარის კურსის დასტაბილურება მოხდება მხოლოდ მცირედით. ამ რეკომენდაციებიდან არ უნდა იქნას გამოტოვებული არცერთი კომპონენტი, კერძოდ, პირველ რიგში, უნდა მოხდეს კომერციული ბანკების მიერ ლარის დარეზერვება.

დღეის მდგომარეობით, კომერციული ბანკები დოლარში მოზიდული დეპოზიტების 20%-ს სავალდებულო წესით არეზერვებს ეროვნულ ბანკში. ეს თანხა შეადგენს 1 მილიარდ დოლარს. თუ შევასრულებთ სავალუტო ფონდის სპეციალისტთა რეკომენდაციას, კომერციულ ბანკებს მოუწევთ 1 მილიარდი დოლარის გადახურდავება ლარში, სავალდებულო რეზერვების შესაქმნელად. კომერციული ბანკების მიერ დარეზერვება უნდა მოხდეს ლარში, შემოტანილი უცხოური ვალუტიდან კომერციულმა ბანკებმა უნდა დაარეზერვონ 20%, შემდეგ კი უნდა მოხდეს ამ დარეზერვებული თანხის ლარზე გადახურდავება. კომერციული ბანკები, ამ შემთხვევაში, თავად იქნებიან დაინტერესებულნი, რომ გამყარდეს ლარი”, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42