"გააკეთეთ ყველაფერი, რომ ზამთრის სეზონი შეუფერხებლად წარიმართოს"- პრემიერის დავალება მინისტრს
პოლიტიკა - 09:50, 22 Dec, 2016     2775

გააკეთეთ მაქსიმალურად ყველაფერი, რათა შეფერხებები არ იყოს ზამთრის სეზონის განმავლობაში – ამგვარი დავალება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრს ზურაბ ალავიძეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ. მისი განმარტებით, ქვეყანაში ტურისტების მოზიდვა პირდაპირ აისახება საქართველოს მოქალაქეების შემოსავლებზე, ქვეყნის ეკონომიკაზე, ამიტომ, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა უამინდობის გამო არ შეიქმნას გზებზე გადაადგილების პრობლემა ან სხვა სახის სირთულე.

„ჩვენ ზამთრის ტურისტული სეზონის ახალ ფაზაში შევდივართ - უახლოეს დღეებში იხსნება ახალი საბაგირო გუდაურში, მიტარბის ახალი საბაგირო, ასევე ახალი საბაგირო თეთნულდზე. მინდა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრს დავავალო - რა თქმა უნდა, მე ვიცი, რომ თქვენ ძალიან ბევრს მუშაობთ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, მაგრამ ზამთრის სეზონზე არის ხოლმე ხშირი შეფერხებები უამინდობის გამო. მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთოთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, რათა არანაირი შეფერხება არ ჰქონდეთ უცხოელ ტურისტებს და ადგილობრივ დამსვენებლებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან თითოეული დამსვენებელი, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი, აისახება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, განსაკუთრებით მთაში მაცხოვრებელი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე და არა მხოლოდ. ეს არის უზარმაზარი კომპლექსი, რომელიც მუშაობს არა მხოლოდ მთის განვითარებაზე, არამედ ქვეყნის განვითარებაზე,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42