გაიცანით ყველაზე უპასუხისმგებლო ანესთეზიოლოგი ( ერთ -ერთ " ნავაროჩენ " კლინიკაში ) რომელსაც ფეხებზე კიდია პაციენტის წინა საოპერაციო სტრესი და ნერვიულობა !!!! - წერს ია ფარულავა სოციალურ ქსელში და „უპასუხისმგებლო ანესთეზიოლოგის“ ფოტოს შემდეგი განცხადებით აქვეყნებს. (ნიუპოსტი ფოტოს გაქვეყნებისგან თავს იკავებს და ექიმის ვინაობასაც მხოლოდ ინიციალებით გთავაზობთ)
ია ფარულავა: „დაიმახსოვრეთ ქეთი გ. რომელსაც პაციენტი თავის ფეხით ყველანაირი პრემედიკაციის გარეშე შეყავს საოპერაციოში“.
ია ფარულავას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს უამრავთა გამოხმაურება და „დაუდევარი“ ქართველი ექიმების შესახებ სხვადასხვა ისტორიების გამოქვეყნება მოჰყვა.
„სამწუხაროდ, სრულიად დაუცველები ვართ ასეთი გულგრილი ექიმებისგან და პროფესორებისგან. ერთხელ შეიქმნიან სახელს და გვარს და მერე იმ სახელს და გვარს ამოფარებულნი მხოლოდ ფულის გაკეთებას ცდილობენ, - წერს ერთ-ერთი და შემდეგ ისტორიას ჰყვება.
ერთ ერთ პროფესორზე მაქ საუბარი რომელთან კონსულტაციაც 55 ლარი ღირს და იქ 3საათიანი რიგში დგომის მერე ბავშვი რომ შევიყვანე არც გასინჯა იმაზე გაცოფდა რომ ნახა თავის კომპ ტომოგრაფია სხვა კლინიკაში გვქონდა გადაღებული. მე ეს არ მჭირდებაო და სხვა უნდა გადაიღოთო ჩვენთან. ეს ვინ გადაგაღებინათო? ეგრევე აგრესია გამოიჩინა და ჩემი მოთმინებაც იქ დამთავრდა, ვუთხარი თქვენნაირმა პროფესორმა გადაგვაღებინა თქო. თან ეს ბავშვი სოციალურად დაუცველია და ის ტომოგრაფიაც კეთილი ხალხის წყალობით გააკეთა ოჯახმა( მე ნათესავი ვარ) და არც შერცხვა ისე მოინდომა ფულის გაკეთება. მერე როგორც გავარკვიე ორი თვე მაინც უნდა იყოს გასული ტომოგრაფიიდან რომ კიდე გადაუღო. რას ერჩოდა ბავშვს არ ვიცი ნუთუ ასეთი უგულოებს შვილები არ ყავთ. აზრი არაა აქვს რამე გააპროტესტო, მაგათთვის პრიორიტეტი ფულია და არა ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები






