"არავის აქვს იმის ილუზია, რომ ლარის ამ დონის გაუფასურება, პირდაპირ არ აისახება ელექტროენერგიაზე და გაზის ტარიფზე"
პოლიტიკა - 19:48, 21 Dec, 2016     2498
ნაციონალური მოძრაობის წაევრი გიორგი ტუღუში ელექტროენერგიასა და გაზის ტარიფების გაზრდას ვარაუდობს. მისი თქმით, ხელისუფლება ვერ აღიქვას იმ საფრთხეებს და კრიზისის სიმძიმეს, რომელშიც ქვეყანა იმყოფება.


„გახსოვთ ალბათ, უკვე იყო ერთი ტალღა, როდესაც ლარმა დაიწყო გაუფასურება, მაშინ მოხდა ტარიფის გადახედვა. მაშინაც გვარწმუნებდა ხელისუფლება, რომ ეს არ შეეხება ელექტროენერგიის და გაზის ტარიფს, მაგრამ საბოლოო ჯამში, დღეს უფრო მძიმე ვითარებაში ვართ. არავის აქვს იმის ილუზია, რომ ლარის ამ დონის გაუფასურება, პირდაპირ არ აისახება ელექტროენერგიაზე და გაზის ტარიფზე,“ - აღნიშნა ტუღუშმა.

ტუღუში პურის ფასის მატებაზეც საუბრობს.

„აქციზის გაზრდილი გადასახადი, რა თქმა უნდა, გააძვირებს როგორც დიზელს, ასევე ბენზინს და ამას არ სჭირდება დიდი ეკონომისტობა, როდესაც საწვავი ძვირდება, ყველაფერზე იწყებს ფასების მატება,“ - განაცხადა ტუღუშმა.

ლარის გაუფასურების შესახებ, გიორგი ტუღუში აცხადებს რომ ხელისუფლების გეგმა არა თუ ჩავარდა, არამედ მან უკუეფექტი გამოიღო.

„მას შემდეგ, რაც მათ 10 პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნეს, ლარმა კატასტროფულად დაიწყო ვარდნა. ოცნება ხალხს დაპირდა სწრაფ განვითარებას, საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ სწრაფად რაც ვითარდება, ეს არის ცუდი კუთხით განვითარება მთლიანად ტარიფების,“ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42