კუბლაშვილმა "ნიუპოსტს" დოკუმენტაცია მიაწოდა, საიდანაც ირკვევა, რომ დედაქალაქის მერიამ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით 66 700 ლარის ხელშეკრულება გააფორმა ორგანიზაციასთან, რომელიც კუბლაშვილის თქმით, კულტურის სამინისტროსგან ისედაც ფინანსდება.
როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა ეს ორგანიზაციაა შპს არტარეა ტვ2, რომელიც კულტურული ღონისძიების მოწყობას უზრუნველყოფს.
"დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის" დამფუძნებელი ეჭვს გამოთქვამს, რომ საქმე ფულის გათეთრებასთან გვაქვს.
„წინასაახალწლოდ მერიის მიერ ამხელა ხარჯის გაწევა, ისედაც რა მდგომარეობაშია საზოგადოება, 80 ათას ლარზე მეტი კონტრაქტის გაფორმება ისეთ კომპანიასთან, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ისედაც ფინანსდება, არის აბსოლუტურად მიუღებელი, ასეთი რაღაცების შესყიდვაზე, როგორიც ამ სურათებში არის დაფიქსირებული, ადამიანების დაცინვაა. თბილისის მერია თავისი ქმედებებით ყოველგვარ ზღვარს გადადის, მან დაარღვია აბსოლუტურად ყველანაირი ადამიანური გაგების, ადამიანური სოლიდარობის საზღვრები, მართლაც ფეხებზე იკიდებს თბილისელების აზრს და იმ ხუშტურებზე დადიან, რომლებიც თვითონ აინტერესებთ, ამხელა ხელშეკრულებების გაფორმება ბადებს სერიოზული კორუფციისა და ფულის გათეთრების ეჭვს“, - აცხადებს კუბლაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები






