გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 15:11, 21 Dec, 2016     1518
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის თავდაცვის მინისტრს, ვიგენ სარგსიანს შეხვდა.
საუბარი საქართველო-სომხეთის კეთილმეზობლურ ურთიერთობას, თავდაცვის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობას და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს შეეხო.
შეხვედრისას ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რაც სტაბილური განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობის სფეროების გაფართოება მისასალმებელია. ამ კონტექსტში, ყურადღება დაეთმო 2017 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი დღეს მოაწერეს. დოკუმენტის მიხედვით, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებები მომავალ წელს თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო განათლების, მედიცინისა და სამხედრო პოლიციის კუთხით გამოცდილების გაზიარების მიმართულებით ითანამშრომლებენ.
შეხვედრას სომხეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ტონოიანი, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ენრიკო აპრიამოვი, სომხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კარენ პარუნაკიანი, სომხეთის სამხედრო ატაშე სამველ რამაზიანი, ხოლო საქართველოს მხრიდან - თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42