ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 13:29, 21 Dec, 2016     5583
არასამთავრობო ორგანიზაცია ”ქართული მომავლის” თავმჯდომარე, ლეონიდ ჩერნოვეცკი მიესალმება ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამავე დროს, იგი საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს მოუწოდებს, არ გასცენ ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებისთვის ვიზები, იმ შემთხვევაში თუ კი ისინი ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობაზე უარს არ იტყვიან!

”მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ეს უდიდესი წარმატება - უვიზო რეჟიმის მიღება. ამ გადაწყვეტილებამ ისტორიული სამართლიანობა აღადგინა და საქართველო კვლავ შინ, ევროპაში დაბრუნდა. ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის უდიდესი გამარჯვებაა და მე მინდა მივულოცო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვინც ამისკენ ისწრაფვოდა და მცირედით მაინც შეეცადა, რომ ამ უდიდესი მიზნისთვის მიეღწია.

ამ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად, ჩვენი სახელმწიფო მზად უნდა იყოს კონკრეტული გამოწვევებისთვის. ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება - საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე უსათუოდ გამოიწვევს უცხო ქვეყნების მოქალაქეების მოზღვავებას ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის მიღებას მოინდომებენ.

საქართველოს მთავრობამ და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ იმ პირებმა, რომლებიც შესაძლოა, სხვა ქვეყნებისთვის ტერორისტული საფრთხეების მატარებლები არიან, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა ვერ მიიღონ. ვფიქრობ, საქართველომ უნდა გაართულოს უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა, პრეზიდენტმა კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დასტურის გარეშე, მოქალეობის მინიჭების უფლება გააუქმოს. წინააღმდეგ შემთვევაში, ჩვენ ძალიან მალე წაგვართმევენ ევროპაში უვიზო მიმოსვლის უფლებას და მას ვეღარასდროს მივიღებთ!

ცალკე შეიძლება აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის არაღიარებელი რესპუბლიკების მოქალაქეები საქართველოს პასპორტებს მასობრივად მოითხოვენ, რაც ჩვენი ქვეყნის გაერთიანების პროცესს მოახლოებას გამოიწვევს. თუ საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს მოქალაქეობის მიღების ისეთ წესს, რომლის თანახმადაც არაღიარებელი რესპუბლიკების მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან საჯაროდ და ოფიციალურად უარი თქვან სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეობაზე და ხელი შეუწყონ საქართველოს გაერთიანებას.

მხოლოდ ”ლამაზი თვალების” გამო სამშობლოს მოღალატეებისთვის საქართველოს პასპორტების გაცემას არ გირჩევდით”, - განაცხადა ”ქართული მომავლის” თავმჯდომარემ, ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42