ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი მოინახულა
პოლიტიკა - 11:45, 21 Dec, 2016     2942
20 დეკემბერს საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი საოკუპაციო ხაზისგასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია. ვლადიმირ მაკეი ადგილზე გაეცნო რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ მავთულხლართების და სხვა ხელონური ბარიერების აღმართვის შედეგად შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას. ბელარუსის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათი პრობლემების შესახებ მოისმინა.

„მნიშვნელოვანი იყო, რომ გავცნობოდი შექმნილ ვითარებას. არ ვისურვებდი არც ჩემი ქვეყნის და არც თქვენი ქვეყნის მიწაზე ისეთი ბარიერების დანახვას, რომლებიც ადამიანებს აბრკოლებს მოინახულონ ახლობლები, დაეხმარონ დაავადებულ ნათესავებს, გადაარჩინონ ადამინები ან იცხოვრონ ჩვეულებრივად. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ჩვენს რეგიონებში სუფევდეს მშვიდობა და სტაბილურობა“-აღნიშნა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვლადიმირ მაკეი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 2016 წლის 19-20 დეკემბერს ეწვია.

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოში ბელორუსის საელჩოს გახსნის საზეიმო ცერემონიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42