"მე თქვენს ადგილას წერტილს დავუსვამდი დაპირისპირებას! დაბადების დღეს გილოცავთ ბატონო პრეზიდენტო!"- ოთო კახიძე
პოლიტიკა - 10:48, 21 Dec, 2016     19990
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართავს.

დეპუტატი სოციალურ ქსელში სააკაშვილის გაეროს ასამბლეაზე წარმოთქმულ მიმართვას აზიარებს და ამბობს, რომ "ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სიტყვა, რომელიც ამ ტრიბუნიდან თქმულა".

ვრცელი სტატუსის ბოლოს ენმ-ს ახალი სახე სააკაშვილს ურჩევს ურჩევს, თავად დაასახელოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის კანდიდატურა და წერტილი დაუსვას პარტიაში მიმდინარე გაუგებარ დაპირისპირებას.


"სიტყვა ეკუთვნის ადამიანს, ვინც უპერსპექტივო, ჩამოშლილი, კრიმინალებისა და კორუმპირებული ჩინოვნიკების მიერ გამოხრული ქვეყანა ჩაიბარა და 9 წელიწადში გარდაქმნა თანამედროვე, ფუნქციონალურ სახელმწიფოდ.

სრულიად წარმოუდგენელი მიღწევები დადო. მაშინდელი გადმოსახედიდან ხომ სიგიჟე იყო ასეთი პროგრესი და დღესაც დავრწმუნდით, თურმე რამხელა ძალისხმევა სჭირდება მათ შენარჩუნებას.

ჩვენი სახელმწიფოს სირცხვილია, რომ მას ქვეყნის დატოვება მოუწია პოლიტიკური დევნის გამო. საქართველოდან წასულმა კიევის მაიდანში მიიღო მონაწილეობა, იქაურ პოლიტიკაში აქტიურად ჩაება და დღეს უკრაინელი ხალხის მთავარი იმედია კორუფციისა და ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ივანიშვილის სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჯერ ევროპარლამენტში, ხოლო შემდეგ აშშ სენატში პატივით უმასპინძლეს. ინტერპოლმა ოფიციალური წერილით შეარცხვინა ივანიშვილის პროკურატურა, როცა უარი უთხრა მის ძებნილად გამოცხადებაზე.

მართლა ღიმილის მომგვრელია, როცა ამ მასშტაბის პოლიტიკოსზე ამბობენ, რომ ნაცმოძრაობის თავმჯდომარის ვაკანტური, ცარიელი სკამის შენახვაზე ყოფილა დამოკიდებული მისი ავტორიტეტი და ლიდერობა.

საწყენია, როცა უპერსპექტივო პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, რომ მას ტვინი აუმღვრიონ და თანამებრძოლების, საბოლოო ჯამში კი საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართონ მისი ენერგია და რესურსი.

დარწმუნებული ვარ, რომ არ შეიძლება ამ დონის პოლიტიკოსი დაკავებული იყოს წვრილმანი პარტიული კინკლაობით, ჩართული იყოს გაურკვეველ ინტრიგებსა და უმიზნო დაპირისპირებაში, რომელიც ნამდვილად არ მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე.

ბატონო პრეზიდენტო, ნუ დაეყრდნობით მათ, ვინც თქვენ ყველა მოსაზრებას უპირობოდ დაეთანხმება. პირიქით, მხარი დაუჭირეთ და თქვენი ავტორიტეტით გააძლიერეთ სწორედ ისინი, ვინც არ გერიდებათ, გეკამათებათ და იდეების კრიტიკულ ფილტრში გატარების შემდეგ მიდიან საერთო გადაწყვეტილებამდე.

მე რომ თქვენს ადგილას ვიყო, წერტილს დავუსვამდი თქვენივე დაფუძნებულ პარტიაში მიმდინარე ამ გაუგებარ დაპირისპირებას, თავად დავასახელებდი თავმჯდომარის კანდიდატურას, გავუწვდიდი შერიგების ხელს თანამებრძოლებს და საკუთარ რესურსს საერთო წარმატებას მოვახმარდი.

ასე მოიქცეოდა ისეთი ლიდერი, როგორიც არის მიშა ჩემს წარმოდგენაში.

დაბადების დღეს გილოცავთ ბატონო პრეზიდენტო!

გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცესა და წარმატებას"-წერს კახიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42