საქართველოში ბელარუსის საელჩო საზეიმო ვითარებაში გაიხსნა
პოლიტიკა - 22:50, 20 Dec, 2016     1805
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბელარუს კოლეგა ვლადიმირ მაკეისთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოში ბელარუსის საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში.

საზეიმო ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა. მათ კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პროცესში თბილისში ბელარუსის საელჩოს გახსნის მნიშვნელობა. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიმოიხილა საქართველო-ბელარუსის ორმხრივი ურთიერთობები, როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული მიმართულებით.

„ბელარუსის საელჩოს გახსნა საქართველოში ადასტურებს ბელარუსის ძალიან დიდ ინტერესს კიდევ უფრო აქტიურად განვითარდეს როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე თანამშრომლობა რეგიონალურ და საერთაშორისო ფორმატებში; გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური კავშირები, ხალხთაშორისი კონტაქტები და კულტურული დიალოგი. ორმხრივი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის შესამჩნევად ღრმავდება. ამ ყველაფერს კიდევ უფრო მეტი იმპულსი ეძლევა დღეს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ცერემონიით“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ საელჩოს გახსნის ღონისძიებებზე.

მიხეილ ჯანელიძემ საელჩოს გახსნა ასევე მიულოცა ბელორუსის ელჩს საქართველოში მიხეილ მიატლიკოვს და მას წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ბელორუსის საელჩოს გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, მათ შორის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები. ბელორუსის საელჩო მდებარეობს თბილისში მისამართზე - ა. მეგრელაძის ქ. 5.

აღსანიშნავია, რომ თბილისში ბელორუსის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2015 წელს ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს.

ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. ვლადიმერ მაკეიმ ასევე მოინახულა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ხურვალეთი და პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42