"ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანები და გამოწვევები განათლების გაძლიერების მეშვეობით წყდება" - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 20:14, 20 Dec, 2016     1490
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან გაფორმებული13 მემორანდუმი და განათლების საკითხებზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული 20-ზე მეტი პროექტი - საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსეული პროექტები შეაჯამა დღეს უმაღლესი სასწავლებლის რექტორებთან, განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.
დღესვე, პრეზიდენტის სასახლეში განათლების საკითხებზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების ბროშურის პრეზენტაციაც გაიმართა.
პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, არა მარტო ფინანსური, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკური რესურსი და უნარი, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტს გააჩნია, თავიდან ბოლომდე მოახმაროს განათლების მიმართულებით არსებულ მომავალ მიზნებს.
გიორგი მარველაშვილმა შეხვედრაზე განათლებაზე, როგორც სახელმწიფოს პრიორიტეტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანები და გამოწვევები სწორედ განათლების გაძლიერების მეშვეობით წყდება.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებს, ასევე აკადემიურ საზოგადოებას, ძალიან აქტიურად ჩაერთონ იმ გეგმების განხორციელებაში, რომელიც ქვეყანას რეალურად წელში გამართვის შესაძლებლობას მისცემს.
„2017 წელი მე განათლების წლად გამოვაცხადე. ამ გადაწყვეტილების შინაარსი მდგომარეობს არა მარტო იმ ღირებულებით კავშირში, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს განათლების სისტემასთან, არამედ იმ გეგმებში და მიზნებში, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას გააჩნია.
ჩვენ წინაშე მდგარი ამოცანები და გამოწვევები, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აქვს, ჩემი შეფასებით, უკლებლივ ყველას სწორედ განათლების გაძლიერების მეშვეობით წყდება.
განათლების გაძლიერების და მისი პრიორიტეტად ქცევის უნარი და შესაძლებლობა არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტის ფარგლებში არ წყდება, ეს არის ყველაზე მეტად აკადემიური საზოგადოების გადასაწყვეტი.
შესაბამისად მე ვხედავ ჩვენს საერთო ყრილობას, იმისთვის რომ ჩვენ ერთად დავგეგმოთ რანაირად ვუპასუხოთ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს სწორედ განათლების სისტემის გაძლირებით”, - განაცხადა შეკრებაზე გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წელს ვზეიმობთ. ეს არის გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ. თავისუფლების, განხორციელება კი, შეუძლებელია თუ ამ პროცესში მთლიანად არ არის ჩართული განათლების სისტემა და აკადემიური საზოგადოება.
„თუ ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, იმ სირთულეებზე, რომელიც ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ჩვენს სახელმწიფოს აქვს, აქ ყველაზე სწორი პასუხი სწორედ განათლების სისტმის გაძლიერებაა.
ბევრი პრობლემა წყდება იმით, რომ ჩვენ ადეკვატურად, კვალიფიციურად მოვამზადოთ მუშახელი ქვეყანაში ცვალდებადი ბაზრის ასათვისებლად.
ქვეყანა ეკონომიკურადაც ვერ გაძლიერდება, ქვეყანა ვერ იქნება უფრო სტაბილური თუ ჩვენ მიერ შექმნილი სამეცნიერო და სასწავლო პროდუქტი არ იქნება მართლაც მოწინავე”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტი დიდ ყურადღებას უთმობენ განათლების მიმართულებას, ეს ბუნებრივიცაა, რადგან, როგორც პრეზიდენტი, ასევე ადმინისტრაციის ძირითადი ბირთვი აკადემიური წრეების წარმომადგენლები არიან, ცხადია, ამ მიმართულებით გააგრძელებენ მუშაობას.
„პროექტები, რომლებიც ჩვენი მხრიდან იყო განხორციელებული შეეხებოდა, როგორც სამეცნიერო-კვლევით კომპონენტს, სასწავლო კომპონენტს, საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და მზად ვართ რომ მომავალ წელს უნივერსიტეტებთან კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42